მუხრანის კომპლექსი
მოკლე აღწერა: მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ვაკეზე დგას ციხე-გალავნის ნანგრევები. აქ იყო მუხრანბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენცია. ციხეს ორი წარწერა აქვს. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს. წარწერის მიხედვით კონსტანტინე მუხრანბატონი გვატყობინებს, რომ ეს ადგილი აოხრებული ყოფილა მტრებისაგან, ხოლო მცხოვრებნი - `მიმოდაბნეულნი~. მან აქ `მოზღუდა~ გალავანი, ხალხი შეკრიბა და დაამკვიდრა. მტრის სემოსევის შემთხვევაში არა მარტო სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც თავიანთი მოძრავი ქონებით, გალავანს აფარებდა თავს.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში