პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია

პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია

მოკლე აღწერა: პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (7X4,7 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. სარკმლის ქვემოთ ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. დასავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. სამხრეთ კედლის სარკმელი ამოშენებულია. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობოდა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის ორივე მხარეს, აგურით გამოყვანილია დეკორატიული რომბები. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია შირიმის ლავგარდნის ფრაგმენტები. სახურავი ორფერდაა, კრამიტის. ეკლესიის სახურავზე, დასავლეთით, ადგას აგურის სამრეკლო.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 811 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ