ჟინვალის ეკლესია

ჟინვალის ეკლესია

მოკლე აღწერა: ეკლესია დარბაზულია (5,5X3,9 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთ კედელი, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და კამარის სამხრეთ გვერდი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღით, ხოლო შიგნით თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, აგურით გამოყვანილი პატარა თაღოვანი სარკმელია. აფსიდის თაღი, რომლის მთლიანად აგურითაა ნაწყობი, რიყის ქვის ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლის მხოლოდ ერთი წირთხლი და ქვის ბრტყელი გადახურვის ნაწილი. 1940-იან წლებში, ეკლესიის სხვა დანიშნულებით გამოყენებისას, აფსიდის იატაკი 1 მ-ით აუმაღლებიათ, რომლის შუაში პატარა წრიული ავზი მოუწყვიათ კვადრატული დარბაზის ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ კიდეში პატარა სწორკუთხა ნიშია.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ჟინვალის ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 727 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ