Church
- Accuracy: 20 km
- Elevation above sea level: ≈ 665 m
- Point embed code
The monastery of St. Shio, known today among the people as Shio's Marani, stands on a rise on the left side of the Turdo River, between the present villages of Ruispiri and Ikalto, in the historical and now vanished village of Artozani (the priest Mikheil Khelidze calls it precisely that in the journal "Iveria", 1888, No. 90). Of the monastery's buildings only the church of St. Shio survives; the others are ruined almost to their foundations. The church of St. Shio is a brick-built hall-type structure with a projecting five-faceted apse on the east. The church is entered from the south and west.
წმ.შიოს სახელობის ეკლესია აგურით ნაშენი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით განზიდული, ხუთწახნაგა აბსიდა აქვს. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ეკლესია კარგადაა განათებული 8 ფართო სარკმლით, რომელთაგან სამი აბსიდაშია გაჭრილი, ორ-ორი სამხრეთისა და დასავლეთის, ხოლო ერთი ჩრდილოეთის კედელში. სარკმელთა წირთხლები შიგნითკენ იშლება. ტაძრის კამარა პილასტრებსა და ცრუ პილასტრებს ეყრდნობა. აბსიდაში სამსაფეხურიანი ცოკოლია შექმნილი. საკურთხეველი დარბაზისგან ქვის კანკელით ყოფილა გამოყოფილი, ახლა მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. კანკელში გაჭრილია აღსავლის კარი და სამკვეთლოში შესასვლელი ღიობი. ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია კარი, რომლითაც იგი ჩრდილოეთ მინაშენს უკავშირდება. ეს უკანასკნელი მარანს წარმოადგენს. იგი ორსართულიანი ყოფილა. XX ს. ბოლოს ჩატარებული რესტავრაციის ”წყალობით“ მეორე სართული ბეტონის კამარითაა გაუქმებული და საერთოდ აღარ აღიქმება. მარანში საწნახელი დღესაცაა დაცული. ტაძარს სამხრეთ კედლის ცენტრში მიშენებულია კარიბჭე, რომლის ცენტრალური კამარა ამჟამად ბეტონის ნახევარწრიული კამარითაა შეცვლილი. ასეთივე კარიბჭე უნდა ჰქონოდა ტაძარს დასავლეთის მხრიდან. ამჟამად ამ კედელზე მიდგმულია მოგვიანო პერიოდში აშენებული რიყის ქვის ორფერდასახურავიანი ნაგებობა და სამრეკლო. ეკლესიის ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით აგურითვე გამოყვანილი ჯვრების გამოსახულებებს. ტაძარი ნაგებია XIII ს. შუა წლებში, ამავე დროს, 1247-1259 წწ. ის მთლიანად მოუხატავთ. ამჟამად მოხატულობა შემორჩენილია აბსიდასა და დასავლეთის კედელზე. მხატვრობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ შემორჩენილია მეფე დავით ულუს გამოსახულება. მონასტრის ნაგებობებიდან შედარებით იკითხება ტაძრის აღმოსავლეთით მდგარი ორსართულიანი ქვის ნაგებობა, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზეა წაგრძელებული. ნაგებობის დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში ქვისავე კიბეა ამოყვანილი მეორე სართულზე ასასვლელად. ტაძრის ისტორიის შესახებ წყაროები არაფერს ყვება. მას მოკლედ ეხებიან ფილადელფოს კიკნაძე, ივანე კერესელიძე და კირიონ ეპისკოპოსი.Gallery
Let's talk!
Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.
