Category - Church (Page 2/39)
Akhaldaba St.Mary's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (9,7 X 7,2 მ), ნაგები ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია ტუფის ქვით, კამარა, საბჯენი თაღი და კონქი - აგურით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე მაღალი თაღოვანი შესასვლელები მას აკავშირებენ კედელში მოქცეულ მცირე ზომის სათავსებთან - სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან.
Akhalubani Akhali Jvari's (New Cross) Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ეკლესია დარბაზულია (7,15X4,75 მ) ნაგებია აგურით, გამოყენებულია აგრეთვე ნატეხი და რიყის ქვები, ფიქალი. Eეკლესია დაზიანებულია, აღმოსავლეთის ფასადზე ჩამონგრეულია საკურთხევლის ფანჯრის წიბოები, დაზიანებულია ნაგებობის კუთხეები, ზოგ ადგილას ამოცვენილია აგურები.
Akhatani St.Ioane's Church
Church (Mtskheta-Mtianeti - Mtsketa district)
იოანე ნათლისმცემლის ეკლესია გეგმით ოდნავ მოგრძო სწორკუთხედია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული (10.7X6 მ). ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად ქვიშაქვისაა. კონქი, კამარა, თაღები და ლავგარდანი აგურითაა ნაწყობი. შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა – ნავის შუაში. ორივე კარი დასრულებულია ნახევარწრიული ტიმპანით.ჩრდილოეთ შესასვლელის წინ ორფერდა სახურავიანი, შიგნიდან ნახევრადწრიული კამარით გადახურული პატარა კარიბჭეა. აღმოსავლეთ აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხოვანი ნიშია. ა
Akhmeta Deity Church
Church (Kakheti - Akhmeta district)
ახმეტის ღვთაების ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ქალაქის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება VI საუკუნის II ნახევრით. შენობის გეგმის სწორკუთხედში სამი ნავია მოქცეული. აქ ეკლესიის ძირითად სივრცეს მხოლოდ მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ქმნის. სამხრეთის ნავი მთავარი ნავისგან კედლითაა გამიჯნული და მას ერთი ვიწრო შესასვლელით უკავშირდება. ეკლესიას დასავლეთიდან, მთელ სიგრძეზე მინაშენი ეკვრის, რომელიც მხოლოდ მთავარ და სამხრეთ ნავებთანაა დაკავშირებული. შენობა ნაგებია რიყის ქვით. გარეთა კუთხეები, თაღები, პილასტრები, შესასვლელთა წირთხლები, სარკმელთა მოჩარჩოება და ლავგარდანი, კარგად გათლილი შირიმის ქვითაა ნაწყობი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია მთავარი ნავის კამარა, კონქის თაღი და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ ნავის კამარისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია დასავლეთ მინაშენის კამარის სამხრეთ კიდელი, ფასადების მნიშვნელოვან ნაწილს საპირე წყობა შემოცლილი აქვს.
Akhrisi Holy Trinity Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ეკლესია დარბაზულია (9,8X5,7 მ) ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, კარისა და სარკმლის საპირეები ნაწყობია მოწითალო ქვის კვადრებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში, მარცხნივ, ნიშია, ცენტრში დგას 1 მ. სიმაღლის მთლიანი ქვის სატრაპეზო. აფსიდში, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე აგურით გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. მის აღმოსავლეთ ნაწილში აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო დგას.
Akuarta St.Mary's Church
Church (Kvemo Kartli - Bolnisi district)
აკაურთა - სოფელი ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს... ზღვის დონიდან 720 მ., ბოლნისიდან 12 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე... აკაურთაშია მსხვილი თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ - წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთა სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე შიგნით 8 მ. ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007 - 2008 წლებში.
Alandza Church
Church (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
ალანძა, ტოლოში — VIII-IX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, მდინარე ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის მუნიციპალიტეტი). სოფ. ტოლოშიდან 1,5 კმ. ალანძას ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. ნავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე სვეტისთავებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რომლებსაც ნალისებრი მოხაზულობის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები.
Alastani Church
Church (Kvemo Kartli - Akhalkalaki district)
სოფლის ცენტრში დგას X-XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესე მე ოძელმან დავდე ქვა“. მეორე წარწერის წაშლა უცდიათ საგულდაგულოდ, საღებავიც გადაუსვამთ ისე, რომ აღარ ირჩევა. სოფელში ქართული ეკლესიის უკანვე აშენებულია XIII-XIV საუკუნეების სომხური დიდი ეკლესია.