Region of Mtskheta-Mtianeti (Page 6/14)
Jinvali Khertvisi Complex
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
1972-74 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). 1984 წელს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავტაციო საწარმოო სახელოსნომ კოშკი და გალავანი გადაიტანა და აღადგინა დაბა ჟინვალთან.
Jinvali St.George's Castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ჟინვალის წმ. გიორგის ციხე შედიოდა ჟინვალის ნაქალაქარის სისტემაში. ძირითადი ნაწილი XII - XIV საუკუნეებს განეკუთვნება, ნაწილი – XVII - XVIII საუკუნეებში. 1975-1976 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).
Jvari Pass's Travertines Natural Monument
Natural Monument (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
მდ. ბიდარას ხეობაში რამდენიმე ადგილას არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდ. ბიდარას მარცხენა ნაპირზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს მდებაროებს. აქ გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წამოქნის.
Jvaripatiosani
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა. ეკლესია უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სახურავი ჩამონგრევაზეა, კედლები იშლება. ეკლესიას საფრთხეს გორაკზე მდგარი ხმელი ხეებიც უქმნის, რომელიც გადავარდნაზეა და შესაძლოა, ეკლესიას ზედ დაეცეს.
Kachu castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ერთხელ ქაჩუს მტრის დიდი ჯარი შემოესია. ქაჩუვლები მედგრად დაუხვდნენ მომხდურებს და მათ ციხის აღების საშუალება არ მისცეს. მაშინ მტერმა მოძებნა წყარო, საიდანაც ციხეში მყოფთ წყალი ჰქონდათ გაყვანილი და ეს არხი გადაკეტეს. ქაჩუვლებმა ამ რთული სიტუაციიდან საინტერესო გამოსავალი მოძებნეს - აიღეს თხორი (შალის ძაფის დიდი გორგალი) და ჩაუშვეს არღუნში, შემდეგ ამ თხორს წურავდნენ და სასმელად საკმარის წყალს ღებულობდნენ. ამიტომაც ეწოდა მეორე სახელიც - თხორუს ციხე
Kalaubani St.George's Church
Church (Mtskheta-Mtianeti - Mtsketa district)
კალოუბნის ეკლესია დარბაზულია (4,51X2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე საეთულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია.
Keli castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ყელის ციხე (სავარაუდოა თამარ მეფის ბრძანებით ჭიაბერ მანდატურთუხუცესისათვის ნაბოძები ციხეა ჟინვალსა და “შვიდთა მთიულეთთან” ერთად) ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. ციხიდან დასავლეთით (ქალაქისკენ) ეშვებოდა დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი. 1973-1989 წლებში ციხე გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურ ექსპედიციამ (ხელმძღვ. მ. მარგველაშვილი).