Akhalgori district (Page 1/2)
Archili's Monastry
Monastery (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719–745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, როგორც ჩანს, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ–დასავლეთი კუთხით თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო–აღმოსვლეთ კუთხეს ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო მეორე ეკლესიის –სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი
Bochorma castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
ბოჭორმის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა. ცნობილი არაა ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X საუკუნის დასაწყისში.
Bodaji's Palace Ruins
Historical Monument (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
თიანეთის ჩრდილოეთით შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის - ბოდოჯის სასახლის ნანგრევები. ბოდოჯის სასახლე ეკოთვნოდა კახეთის მეფე კვირიკე III-ს. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის დროს ბაგრატ IV–მ დაატყვევა კახეთ-ჰერეთის ერისთავები, გადავიდა თიანეთში და გადაწვა ბოდოჯის დარბაზი. ამჟამად შემორჩენილია კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები.
Duluzarurebi Church of Kviria
Church (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
კვირიას ეკლესია დარბაზულია (9,3X5,1 მ), დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვით. წყობის უმეტესი ნაწილი მოზრდილი ზომის, სუფთად დამუშავებული სწორკუთხა ქვებითაა ამოყვანილი. ქვების ნაწილი წვრილია (შემთხვევითი ფორმისა), რის გამოც ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განივი ფასადების ზედა ნაწილები და ლავგარდანი, ჩამოცვენილია საპირე წყობის ნაწილი. ძეგლს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, 1,5 მ სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი.
Jebota St.Mary's Church Complex
Church (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
ორსართულიანი ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (4,2X3,5 მ; სიმაღლე 7,5 მ) თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ნაგებია მოზრდილი ზომის, ნაწილობრივ დამუშავებული ნატეხი ქვის რეგულარული წყობით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ნაწილობრივ ლავგარდანი, მონგრეულია აღმოსავლეთის ორივე კუთხის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოგვიანებით გამაგრების მიზნით, დასავლეთით კედელზე (მთელ სიმაღლეზე) მიუშენებიათ ნატეხი ქვით ნაგები სქელი (სიგანე დაახლოებით 0,6 მ), კედელი, რომელსაც ორივე ბოლო ისე აქვს მომრგვალებული, რომ შენობის დასავლეთის ორივე კუთხეს მთელ სიმაღლეზე ფარავს. როგორც ჩანს, ამავე დროს განუახლებიათ ლავგარდანი და სახურავი.
Jvari Pass's Travertines Natural Monument
Natural Monument (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
მდ. ბიდარას ხეობაში რამდენიმე ადგილას არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდ. ბიდარას მარცხენა ნაპირზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს მდებაროებს. აქ გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წამოქნის.
Keterisi Mineral Vaucluse Natural monument
Natural Monument (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, ლავური ლოდნარის ქვეშ, ზედაიურული კარბონატული ფლიშიდან გამოედინება მძლავრი წყაროების ჯგუფი, რომელსაც მკვლევარებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს. წყარო დღე-ღამეში იძლევა 25-30 მილიონ ლიტრ ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან წყალს, რაც შეესაბამება 300-350 ლ/წმ. მისგან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც გაედინება სოფელ ქეთერისზე, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული.
Kvara Churches
Church (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)
ყვარას გუმბათოვანი და დარბაზული ეკლესიები(XI – XIII სს) მდებარეობენ სოფ. არტნის ჩრდილოეთით მდ. ივრის ხეობაში მდ. ხაშრულას შესართავიდან 3 კმ–ში, რომლის გავლაც შესაძლებელია ფეხით ან ორხიდიანი ავტომანქანით. აქ, ტურისტები ისვენებენ ივრის ხეობის თვალწარმტაც ბუნებაში, ათვალიერებენ ყვარას ეკლესიებს და აწყობენ პიკნიკს.