Region of Samtskhe-Javakheti (Page 7/9)
Ude St.Mary's Church
Church (Samtskhe-Javakheti - Adigeni district)
ადიგენის რაიონის სოფელ უდეში მდებარე ისტორიული კათოლიკური ტაძრის იერსახის შეცვლა, გალავნისა და გუმბათის გადაკეთება მიმდინარეობს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ ნაგებობა მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადასცა, თუმცა ეკლესიებს შორის არსებული ზეპირი შთანხმების საფუძველზე ბოლო დრომდე ტაძრის პირვანდელ იერ–სახე შენარჩუნებული იყო. ეს არის ხუთიდან ერთ–ერთი ტაძარი, რომლის ისტორიული მეპატრონისათვის დაბრუნების საკითხს კათოლიკე ეკლესია მუდმივად სვამს. ტაძარი 1904-1906 წლებში კათოლიკე ქართველების მიერ აიგო. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე ჩაყოლებულია ფილები, რომელზეც წარწერილია, რომ ეკლასია აგებულია ქართველი კათოლიკეების მიერ, მუსლიმი თანასოფლელების დახმარებით. ეკლესიის გუმბათის ჯვარზე კი, როგორც ადგილობრივი კატოლიკები აცხადებენ, ამოტვიფრულია წარწერა: ჯვარი ჩამოისხა 127 კათოლიკეს შესაწირით. 1930-იან წლებში კათოლიკე მღვდელმსახური დააპატიმრეს, ხოლო ტაძარი კოლმეურნეობის საწყობად აქციეს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასცა და მას შემდეგ იქ ლოცვა მართლმადიდებლური წესით მიმდინარეობს. ადგილობრივი კათოლიკე მოსახლეობისა და არალის კათოლიკე ეკლესიის მღვდლის, მიხეილ სურმავას ცნობით, 2012 წლის ზაფხულის მიწურულსა და სექტემბერში დაინგრა ეკლესიის ძველი გალავანი და აშენდა ახალი. ძველ გალავანში ჩატანებული ფილები, რომელზეც ჯვრებია გამოსახული და გალავნის ორნამენტები, ახლა ეკლესიის ეზოშია მიმოფანტული. ეკლესიიდან დაახლოებით 25–30 მეტრის მოშორებით შენდება ახალი სამრეკლო და სხვა სათავსოები. მას შემდეგ რაც სექტემბერში, ამ მშენებლობისადმი უკმაყოფილება გამოხატა ადგილობრივმა კათოლიკურმა თემმა, მშენებლობა შეჩერდა. თუმცა ა.წ. ნომებრიდან მშენებლობა სრულად განახლდა და იგი შეეხო ეკლესიის გუმბათსაც. უდეს ღვთისმშობლის ტაძარს აქვს კათოლიკე ეკლესიებისათვის დამახასიათებელი თაღოვანი გადახურვა და როგორც აღინიშნა, ამ გუმბათზე აღმართული ოყო წარწერიანი ჯვარი, სადაც ეწერა, რომ ჯვარი 127 კათოლიკეს შენაწირით ჩამოისხა.
Upper Vardzia St.Mary's Church
Church (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.
Vale St.Mary's Church
Church (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია თავდაპირველად ეკლესია გუმბათიანი იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში, მისი გუმბათი და კამარები ჩამოიქცა, 1561–64 წლებში შენობა უგუმბათოდ აღადგინეს. ამის გამო იგი სამნავიან ბაზილიკად იქცა და ამ ძეგლს ამჟამად შეცვლილი სახე აქვს.