გურიის რეგიონი (გვერდი 2/2)
ნარიონალი ტბა
ტბა (გურია - ლანჩხუთის რაიონი)
ჩალაუბნის (ნარიონალის) ტბა - ტბა მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთი–სამტრედიის გზატკეცილის მახლობლად, ლანჩხუთიდან 8 კმ-ზე. წყლის სარკე 8 ჰექტარია, მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია, საშუალო–1,5 მეტრი. ტბაში ბინადრობს: კობრი, კაპარჭინა, ფარგა, წერი (ქარიყლაპია), ტარანი. აქტიური თევზჭერა იწყება აპრილში და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე.
შემოქმედის მაცხოვრის სახელობის კომპლექსი
მონასტერი (გურია - ოზურგეთის რაიონი)
შემოქმედის ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთვრების, გურიელების სამარხ-საცავი. ის XII საუკუნეს განეკუთვნება. XVI საუკუნეში სამცხე-საათაბაგოს თურქთა მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“,, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები. მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულში შემოქმედში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი იაკობ დუმბაძე, რომელმა 1687 წელს იმოგზაურა ევროპაში და შეხვდა რომის პაპ ინოკენტი XI-ს.
ჯიხეთის მონასტერი
ეკლესია (გურია - ლანჩხუთის რაიონი)
ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.
ჯუმათის მონასტერი
მონასტერი (გურია - ოზურგეთის რაიონი)
ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლზს (XV-XVI სს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია.