სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია 2

სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია 2

მოკლე აღწერა: სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,6X5,8 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები, კარისა და სარკმლის გარეთა პირებში ნაწყობია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით. ეკლესია დაზიანებულია: სახურავი ჩანგრეულია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე შემორჩენილია ნახევარწრიული კამარის ნაწილი, დასავლეთის კედლის ორივე კუთხეში - პილასტრებია. ინტერიერში ჩამოცვენილია შელესილობა. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს. თითო ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთით (აფსიდში) და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე შემორჩენილია კვადრატული აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია 2ეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 640 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ