ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია

ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია

მოკლე აღწერა: ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (8,9X5,4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთითაა, თაღოვანი სარკმლები - აღმოსავლეთით, და დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამაროვანი გადახურვის საბჯენი თაღი. ჩრდილოეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, მაღალი ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადის სამხრეთ კუთხეში - ვარდული. შენობას შემოვლებული აქვს ტუფის ქვის ლავგარდნი. გადახურულია ღარიანი კრამიტით.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 789 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ