ცხრაკარას სასახლის კომპლექსი

ცხრაკარას სასახლის კომპლექსი

მოკლე აღწერა: XVI საუკუნის ერთი სამეფო სასახლეთაგანია ლევან კახთა მეფის (1520 – 1574 წწ) სასახლე, ე.წ. ცხრაკარა. იგი მდებარეობს სოფლების ქვემო და ზემო ალვანებს შორის, ალაზნის ველის ზემოთ. იქვე მახლობლადაა იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, რომელშიაც ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძლიერ დაზიანებული პორტრეტებია გადარჩენილი. ბროსე გაკვრით იხსენებს ამ სასახლეს – „დიდი და ლამაზი დარბაზი, ფრიად მტკიცედ ნაშენი“ – და სანაღაროს უწოდებს მას. მოკლედ იხსენიება იგი დ. ალბანელის წერილშიაც, ხოლო ძეგლის აღწერა, გეგმა და განაკვეთები გამოაქვეყნა გ. ჩუბინაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ცხრაკარას სასახლის კომპლექსიისტორიული ძეგლი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 454 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ