პანკისის ციხე (თორღვას ციხე)

პანკისის ციხე (თორღვას ციხე)

მოკლე აღწერა: პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037წწ)–მ დაარსა. სავარაუდოდ თვითონ პანკისის ციხე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხე 1040 წელს ბაგრატ IV–მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. პანკისის ციხე შემდგომშიც იყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და კახეთ–ჰერეთის მეფეებს შორის წარმოებული ომების ერთ–ერთი ცენტრი. აქედან ებრძოდა ბაგრატ IV კახეთ–ჰერეთის მეფე აღარსთან I-ს. XIII საუკუნის 40–იან წლებში პანკისის ციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა თორღვა პანკელმა. მეფე დავით VII ულუს ურდოში ყოფნის დროს, თორღვამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. იგი არც დავითის დაბრუნების შემდეგ ეახლა მეფეს და ციხე უფრო გაამაგრა.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

პანკისის ციხე (თორღვას ციხე)ისტორიული ძეგლი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 5 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 465 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ