ხცისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
მოკლე აღწერა: ეკლესია დარბაზულია (17,5X5,7 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდია. აფსიდის შუა წახნაგში თაღოვანი სარკმელია, ხოლო გვერდით წახნაგებში- თითო მაღალი თაღოვანი ნიში. ერთი თაღოვანი ნიში ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ნიში და სარკმლები ერთ დონეზეა და ერთნაირია. საკურთხევლის საფეხურით ამაღლებული ბაქანი ტავისი არდაბაგით მიახლოებულია დარბაზის გრძივი კედლების პილასტრების აღმოსავლეთ წყვილთან.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
.jpg)
0/5 ქულა
(0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 720 მპუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში