თომა ციციშვილის სასახლე

თომა  ციციშვილის  სასახლე

მოკლე აღწერა: არსებული ინფორმაციის თანახმად, XIX საუკუნეში ციციშვილებს - ქართლის მებატონეებს შექმნილი ჰქონიათ საერთო კომიტეტი, სადაც მთელი მათი ქონება შედიოდა. უცნობი მიზეზით ამ კომიტეტს გამოჰყოფია თომა ციციშვილი, 1874 წელს დიდებული სასახლე აუშენებია სოფლის შუაგულში, რომელიც საოცარი ოსტატობით ყოფილა მოხატული. ციციშვილების სოფლიდან წასვლის შემდეგ, 1920 წლიდან მოყოლებული მათი საბატონო სახლი, რომელიც ორივე სართულზე ოც ოთახს ითვლიდა, გადავიდა სასოფლო საბჭოს განკარგულებაში. იქ დიდხანს მოთავსებული იყო სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი, ბიბლიოთეკა თუ სასოფლო კლუბი. 1930 წელს შენობის ნაწილი დაიწვა. აღდგენის შემდეგ 1974 წლამდე შენობაში სკოლა იყო.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

თომა  ციციშვილის  სასახლესახლმუზეუმი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 713 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ