რიწის ტბა
მოკლე აღწერა: რიწის ტბა, ასევე დიდი რიწა (აფხ. Риҵа) — ტბა, აფხაზეთში, საქართველოში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად. 1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა. იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.
დამატებითი ინფორმაცია: რიწის დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების რეჟიმით. ერთვის 6 მდინარე, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება იუფშარა. უდიდესი დონე მაისშია, უმცირესი — თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234 სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა თებერვალში — 3,8°C, აგვისტოში — 17.8°C. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში