ტყიბულის წყალსაცავი

ტყიბულის წყალსაცავი

მოკლე აღწერა: ტყიბულის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, ოკრიბის ქვაბულში. ტყიბულის მუნიციპალიტეტში. წყალსაცავი შექმნილია მიწაყრილის კაშხლით, რომლითაც დაგუბებულია მდინარე ტყიბულა იქ, სადაც ის ქვაბულის ფსკერზე, ე. წ. „წყალდასავალთან“ კარსტულ შახტში იკარგებოდა. წყალსაცავს აქვს პატარა უბეები, მის შუა და დასავლეთ ნაწილში კუნძულებია.

დამატებითი ინფორმაცია: წყალსაცავის სიგრძე 8,1 კმ, უდიდესი სიგანე 3,2 კმ, მაქსიმალური სიღრმე 12,5 მ, საშუალო სიღრმე 6,9 მ. ფართობი 12,1 კმ². წყლის მოცულობა 84 მლნ. მ³.
საზრდოობს მდინარე ტყიბულისა და სხვა შენაკადების წყლით, აგრეთვე ატმოსფერული ნალექებით (1750 მმ წელიწადში). წყალსაცავის ქვაბული და მიმდებარე სერები აგებულია იურული და ცარცული ასაკის ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, მერგელოვანი კირქვებით. სანაპირო ძირითადად დაბალი და დამრეცია.
წყალსაცავში წყლის დონე ყველაზე მაღალია აგვისტო-სექტემბერში, დაბალია – თებერვალ-მარტში. დონეების საშუალო წლიური ამპლიტუდა 575 სმ. მდიდარია თევზით.

ტყიბულის წყალსაცავიწყალსაცავი
Loading...
4.33/5 ქულა (3 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 522 მ
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ