ქოდალო

ქოდალო

მოკლე აღწერა: ქოდალო — სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, (არაშენდის თემი), გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, გურჯაანიდან 37 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 402 ადამიანი.

დამატებითი ინფორმაცია: ნობილი მეცნიერი და მოგზაური იოჰან ანტონ გიოლდნშტედტი. რომელმაც 1772 წელს კახეთში იმოგზაურა, წერდა, რომ “სოფელი ქოდალო გარშემორტყმულია ოთხკუთხა კედლით (გალავნით), რომლის სიგრძე ყოველი მხრიდან ოთხმოცი ნაბიჯია. მოსახლეები – დაახლოებით 50 ოჯახი – ცხოვრობენ, მიწურებში და იღებენ წყალს წყაროდან, რომელიც გადმოდის კედელთან, ქოდალოს მაღალმა მდებარეობამ გადაგვიშვალა შესანიშნავი სანახაობა”.
ქოდალო ჭერემის ეპარქიაში შედიოდა. შუა საუკუნეებში ის დაწინაურებული სოფელი ყოფილა.
მე-18 საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს, სოფელი “ქოდალის” სახელწოდებით აქვს მოხსენიებული.
1940 წელს სოფელში აღმოჩენილი იქნა XIII-XIV საუკუმნეების ილხანების მონეტები, 501 ცალი ვერცხლის დირჰემი.
ქოდალოს არქიეტქტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ღვთისმშობლის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (შუა საუკუნეები) და წმინდა გიორგის დარბაზული შვერილაფსიდიანი ეკლესია. (გვ შუა საუკ).

ქოდალოსოფელი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 796 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ