ბაგინეთი (არმაზციხე)

ბაგინეთი (არმაზციხე)

მოკლე აღწერა: ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას: მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული. არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი. ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ბაგინეთი (არმაზციხე)ისტორიული ძეგლი
Loading...
5/5 ქულა (1 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 495 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ