არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია
მოკლე აღწერა: ღვთისმშობლის ეკლესია აგებულია XII ს–ის მეორე ნახევარში 1150-1178 წლებში.. დარბაზულია (14,2X8,2 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შიდა სივრცე სამკაოდ გაშლილია, რასაც კიდევ უფრო შლის საკურთხევლის წინ არსებული ბემა. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მ ო ხ ა ტ უ ლ ო ბ ი ს ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო–აგურისფერია. საკურთხველეში მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. კონქის კომპოზიცია არ შემორჩა, შუა რეგისტრში მოციქულთა დიდი ზომის წელსზედა გამოსახულებებია, ქვედა რეგისტრი კი ეკლესიის მამათა ფიგურებს უკავია. დასავლეთ კედლელზე გაირჩევა წმინდა მეომრის ფიგურა შუბით და ფარით. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილია მცირე ორნამენტი, რომლის კოლორიტიც ყვითელი ოქრო, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებისგან შედგება.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში