სკანდის ციხე

სკანდის ციხე

მოკლე აღწერა: ისტორიული წყაროები და საფორტიფიკაციო ნაგებობათა ანალიზი იმის საფუძველს იძლევა, რომ სკანდეს ციხის აგება ახ. წ. IV საუკუნით დათარიღდეს. სკანდეს ციხის შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა ეკუთვნის VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს: "ლაზთა ორი ციხეა ზედ იბერიის საზღვრებთან, სკანდა და სარაპანისი (შორაპანი): ისინი მდებარეობენ მკაცრსა და ძნელსავალ ადგილებში და ძნელად თუ მიუდგება იმათ კაცი." სკანდეს ციხის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა VI საუკუნეში, როცა გამწვავდა წინააღმდეგობა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. წინააღმდეგობა ომად გადაიქცა ანასტასიოს I-ისა (491-518) და მისი მემკვიდრეების იუსტინე I-ისა (518-527) და იუსტინიანე დიდის დროს.

დამატებითი ინფორმაცია: საომარი მოქმედებები ძირითადად მიმდინარეობვდა ლაზიკის ტერიტორიაზე, ვინაიდან ლაზიკას დიდი სტრატეგიული და ეკონომიური მნიშვნელობა ჰქონდა ორივე მხარისათვის. ირანელთა მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის დასაცავად ბიზანტიამ გადაწყვიტა ეგრისის გამაგრება. იმპერატორმა ლაზიკაში გამოგზავნა ჯარი, რომელმაც დაიკავა აქ არსებული სკანდესა და შორაპნის ციხეები. ამ ფაქტიდან კარგად ჩანს სკანდეს ციხის, როგორც სტრატეგიული პუნქტის, დიდი მნიშვნელობა. ბიზნტიელებმა ციხის შენარჩუნება დიდი ხნით ვერ შესძლეს.
VII-VIII საუკუნეებში სტრატეგიული თვალსაზრისით კვლავ დიდი როლი ენიჭებოდა სკანდეს ციხეს, რადგან იგი აღმოსავლეთ საქართველოდან მომავალ სახმელეთო გზაზე მდებარეობდა.
საქართველოს გაერთიანების შემდეგ სკანდეს ციხემ თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ როგორც ციხესიმაგრე იგი კვლავ განაგრძობდა არსებობას. მის შესახებ ამ პერიოდის ცნობები მეტად მწირია.
თემურლენგის ლაშქრობების დროს მის ურდოებს სკანდეს ციხესიმაგრე მიწასთან გაუსწორებიათ. საქართველოს მეფე ალექსანდრე დიდს (1412-1442) ციხე კვლავ აღუდგენია.
დღესდღეობით ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

სკანდის ციხეციხე-კოშკი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 462 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ