ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია

მოკლე აღწერა: ეხვევი — XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია "დედა ღვთისა" მდინარე ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კმ-ზე. საყურადღებოა მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთ და აღმოსავლეთ სარკმლის საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი "სვეტები", რომლებიც ტაო-კლარჯეთის X-XI საუკუნეების ძეგლთა მორთულობის ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ. საქართველოს ძეგლთა დაცვის ფონდის დაფინანსებით (ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი) იწყება ეხვევის რესტავრაცია (არქიტექტორ-რესტავრატორი თ. ნემსაძე).

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიზუსტე 2 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 463 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ