დართლოს არქიტექტურული კომპლექსი
მოკლე აღწერა: შუა საუკუნეების არქიტექტურული ნაკრძალის – დართლოს დაცვა და გადარჩენა 2012-2013 წლის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იქნება. ახმეტის მუნიციპალიტეტის, თუშეთის, პირიქითა ხევის ისტორიულ სოფელში ტრადიციული მასალის გამოყენებით, პირვანდელი სახე დაუბრუნდება ისტორიულ საცხოვრებელ ძეგლებს. დართლო ახალი კონცეფციით შეიქმნება დართლოს ისტორიული, სამუზეუმო და საკულტო-სარიტუალო ზონა; რეაბილიტაცია განხორციელდება ძველ სოფელში და აღდგება წმ. გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესია. სიძველეების აღდგენის პარალელურად შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა: აშენდება თანამედროვე და ამავდროულად დართლოს განუმეორებელ ლანდშაფტთან შერწმყმული ახალი ნაგებობები – კაფე, სუვენირების მაღაზიები და საკემპინგო ზონა, სადაც სპეცილურად შეიქმნება ავტოსადგომი, ღია სასადილო და საზოგადოებრივი სველი წერტილები. დართლოს რეაბილიტაცია ხორციელდება პრეზიდენტის ინიციატივით, კახეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფიანანსებით. დართოლს შუა საუკუნეების 70 ისტორიული საცხოვრებლები დღესდღეობით უმძიმეს მდგომარეობაშია. საუკუნეების განმავლობაში, ნალექების, ბუნებრივი სტიქიების და ზოგადად უყურადღებობის, არასწორი სარემონტო ჩარევევიბით არქიტექუტურული კომპლექსი სახეს იცვლიდა და ეტაპობრივად ნადგურდებოდა… … 2008 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა დართლოს ისტორული ძეგლების სრული დოკუმენტაციის შექმნა. მრავალწლინი საპროექტო სამუშაობისას მოხდა თითოეული ნაგებობის აზომვა, ფოტოფიქსაცია და კველვა. არქიტექტორ-რესტავრატორთა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა მსხვილი დოკუმენტი რომელიც საფუძვლად დაედება დართლოში ფიზკური სამუშაოების დაწყებას. პროექტი 15 თვის განმავლობაში განხორციელდება. დართლოს არქიტექტურული ნაკრძალი კიდევ მრავალი საუკუნე გაიხანგრძლივებს სიცოცხლეს და მოგზაურობის, დასვენებისა და ქვეყნის ისტორიულ სახის წარმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი იქნება. “თუშეთობა 2012″ წლის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტორმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მთავარმა მრჩეველმა პეტრე კანკავამ, დართოს მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნეს და სოფლის განახლების დაწყება მიულოცეს.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1831 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში