მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
მოკლე აღწერა: მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ
დამატებითი ინფორმაცია: მუზეუმი მუშაობს ზაფხულობით, ყოველდღე, 11 სთ-დან 18სთ-მდე.
გამოფენები: მ. ხერგიანთან დაკავშირებული გამოფენები სკოლებში
საგანმანათლებლო პროგრამები: “ქართული ალპინისტური სკოლა”;
მისამართი: მესტია, მ. ხერგიანის ქ. 36
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983 წელი
ექსპონატთა რაოდენობა: 458
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში