ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახ. ეკლესია
მოკლე აღწერა: ტაძარი დაბა მესტიის ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. ორსართულიანი ბაზილიკის პირველი სართული დიდ მოწამე ქალწულის ბარბარეს (ბარბლაშ) სახელობისაა და მე - IX საუკუნით თარიღდება. მასში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. გამოკვეთილად ჩანს მხატვრობის ორი შრე. მეორე სართული XIII-XIV საუკუნეებშია დაშენებული და მორთულია ლამაზი ფრესკული მხატვრობით. ტაძრის გარეთა კედელზე მკაფიოდ შეინიშნება მხატვრობა. ჩრდილო ფასადზე გამოსახულია “ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან”, ხოლო აღმოსავლეთით “წმ. ევსტაფეს ნადირობა”. ტაძარში დაცულია XIII საუკუნის მაცხოვრის (პანტოკრატორი) ოქროვერცხლის ჭედური ხატი.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
ეკლესია
Loading...
0/5 ქულა
(0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1462 მპუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში