Ubisi Monastery

Church Imereti, Kharagauli district

Church Church

The church is of hall type. Its main core is the principal building standing in the center of the enclosure, with annexes on the south, west and north. The church has been studied at various times by historians of art: Marie Brosset, S. Gorgadze, E. Takaishvili, Sh. Amiranashvili, V. Beridze, R. Schmerling and others. Researchers hold different views on the date of the Ubisi church's construction. Professor S. Gorgadze visited the church in 1911 and left a scholarly description of it. In his view, the foundation of the Ubisi monastery complex was first laid in the 9th century when, after Georgia's liberation from Arab rule, monastic and educational centers were being built on a broad scale under the leadership of the man of letters and church figure Grigol of Khandzta. Grigol of Khandzta and his disciples Kristepore and Teodore built the Ubisi monastery in Margveti, in the domain of Demetre, king of the Abkhazians.

ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული აქვთ ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს: მარი ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაყაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვ. უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღ­წერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშე­ნებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართვე­ლოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინა­რეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი. გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად». ხელოვნების ისტორიის მკვლევარის რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, რომელიც შეს­რულებულია 1954 წელს და დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრო­მების მე-16 ტომში, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყე­ნებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუ­ნეებისათვის. აკად. შ. ამირანაშვილმა უბისის ორნავიანი ბაზილიკა XII საუკუნით დაათარი ღა, რად­გან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს: «მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მე­ფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზე დაწელი სარკი­ნოზთა 535». ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მე ფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვით მწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს. ვახტანგ ცინცაძემ 1969 წელს სპეციალური გამოკვლევა უძღვნა უბისის სვეტს, სადაც ვკითხულობთ: «უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესას­ვლელი პირველი სართულიდან ყოფილა. პირველ სართულ ში ყოფილა საკუჭ ნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმე ლი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55X3.00მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და სა­პირფარეშოთი. არგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადიოდ­ნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მის სამ კე­დელ ში თითო სარკმელი იყო დატანებული, აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელ­ტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელ ში გაჭრილი კარი გადი­ოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი «მიტოვებულ» ქვეყანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-და სავ ლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყვე­ლაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგუ­რით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს». თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გა­უმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: «უბისს ავაგე საყდარი»...

Gallery

Let's talk!

Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.