Region of Kvemo Kartli (Page 4/13)
Jrutchi Monastery
Church (Kvemo Kartli - Khashuri district)
ჯრუჭის მონასტერი — XI საუკუნის ქართული მონასტერი. მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულას სათავეში, სოფელ ცხომარეთის მიდამოებში. სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებულია XIX საუკუნეში), რომლის კედლებზე ლაპიდარული წარწერებია. მომდევნო ხანებში მონასტერი მოიშალა. განახლდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნის დასასრულს ჯრუჭულის ხეობა რაჭის ერისთავებისა და წერეთელთა სატავადო სახლის საცილობელ ტერიტორიად იქცა, რის გამოც იგი უკვე ციხესიმაგრის დანიშნულებას ასრულებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში სოლომონ I-მა ჯრუჭის მონასტერი აღადგინა, ხოლო შემდეგ წერეთლების საგვარეულოს მისცა აქ დასაფლავების ნება. 1810 მონასტერი უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულო საკუთრებად იქცა. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების სხვა ნაგებობების ნაშთებიც. ამჟამდ იმას, რომ ოდესღაც ჯრუჭის მონასტერი არსებობდა, მასთან მიახლოებისას მთის მწვერვალზე ამოზრდილი ორი მაღალი კვიპაროსი მოწმობს. საქმე ისაა, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული შედევრი და უდიდესი კულტურული ცენტრი 1991 წლის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა. შემორჩენილია მხოლოდ ორი კედელი და ორივე მათგანი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შემორჩენილია მონასტრის ეზოში შესასვლელი კარიბჭის კედლებიც. ჯრუჭის მონასტერს დიდი კვალი აქვს დატოვებული ქართულ კულტურაში. ის X საუკუნეშია დაარსებული და ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. საყოველთაოდაა ცნობილი ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტში. იმას, რომ ჯრუჭი ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა, მოწმობს ეზოში დაყრილი ჩუქურთმები და სვეტთა ნაწილები, რომლებიც ერთ დროს ტაძრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ. ერთ-ერთ კედელზე დღესაც შემორჩენილი წმინდა გიორგის ბარეილიეფი, რომელზეც ორი წმინდა გიორგია გამოსახული, პირით ერთმანეთისაკენ. ერთ-ერთი მათგანი ებრძვის გველეშაპს ხოლო მეორე ბიზანტიის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ეს ბარელიეფი უნიკალურია თავისი შინაარსით და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.
Kazreti Holy Trinity Cathedral Complex
Church (Kvemo Kartli - Bolnisi district)
შემორჩენილი ნაგებობების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი უნდა ყოფილიყო. 1956 წელს კაზრეთის კომპლესი კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს მიერ გაწმენდილ იქნა გარედანაც და შიგნიდანაც (მანამდე ეკლესია ცოკოლიდან ერთი მეტრის სიღრმეზე იყო მიწით დაფარული);
Khuluti Castle
Castle/Tower (Kvemo Kartli - Tetri tskharo district)
ხულუტის ციხე — ციხე-დარბაზი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ.[1] შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7 სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით. კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით. თვით გვირაბში რთული ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომი ეტყობა გამანაწილებლის როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლებოდა მოხვედრა ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და სხვაგან. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი ყოფილა, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული.
Kochio Church
Church (Samtskhe-Javakheti - Akhalkalaki district)
სოფელ კაჭიოში (კოჭიო) დგას X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც ახალქალაქიდან 24 კილომეტრითაა დაშორებული და ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარეობს. ეკლესიის კედლები და კამარა მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. ეკლესიის ფასადები და შიგა მხარე საკმაოდაა მოჩუქურთმებული (სარკმლები, ინტერიერის კედლის სვეტების თავები და სხვ.). აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლების თავზე ჯვარია ამოკვეთილი. ფასადებზე გვხვდება ბარელიეფებიც. სამხრეთიდან და დასავლეთის მხრიდან ეკლესიის შესასვლელი ყოფილა. დასავლეთის კარი ახლა ამოქოლილია. სახურავი მთლიანად მოცლილი აქვს, ხოლო სამხრეთის კედლის ზედა ნაწილი მონგრეულია. ეკლესიის ეზო სავსეა ძველი საფლავის ქვებით. ერთ - ერთ მათგანზე ამოკვეთილია წარწერები.
Kumurdo domed church
Church (Samtskhe-Javakheti - Akhalkalaki district)
ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში. კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.