სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი

მოკლე აღწერა: ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია 1010-1029 წლებში ხუროთმოძღვარ არსუკისძის მიერ მცხეთის შუაგულში, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. აქ IV საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა უძველესი ქართული ეკლესია. V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად აგებულ იქნა დიდი ზომის ბაზილიკა, რომლის ცალკეული ნაწილები და ბურჯები ჩართული იყო დღეს არსებულ ტაძარში. ბაზილიკამ იარსება XI საუკუნემდე, როდესაც გიორგი I–ის მეფობის დროს ქვეყნის საერთო აღმავლობამ საშუალება მისცა მელქისედეკ კათალიკოსს აეშენებინა მის ნაცვლად დიდებული საკრებულო ტაძარი.

დამატებითი ინფორმაცია: სვეტიცხოვლის კომპლექსი
1. ტაძარი - 1010-1029 წწ
2. მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე - XI ს.
3. კარიბჭე - 1029 წ.
4. ანტონ II კათალიკოსის სასახლე - XVIII ს.
5. გალავანი - 1787 წ.
6. სხვა ნაგებობანი - შუა საუკუნეები

სვეტიცხოველიმონასტერი
Loading...
5/5 ქულა (2 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 463 მ
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ