ქალაქი მცხეთა

ქალაქი მცხეთა

მოკლე აღწერა: მცხეთის ტერიტორია დასახლებული იყო ძვ.წ. III ათასწლეულიდან. ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში მცხეთა დიდ ქალაქად გაერთიანდა. გადმოცემა მცხეთის მშენებლობას ბიბლიური ნოეს შვილთაშვილს, ქართველთა მითიური წინაპრის ქართლოსის ვაჟს, მცხეთოსს მიაწერს. ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ახ. წ. VI საუკუნის დასაწყისამდე მცხეთა ქართლის (იბერიის) სამეფოს ცენტრი იყო. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა შორის უდიდესი – უფლის კვართი. საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მცხეთას წმინდა ქალაქის სტატუსი აღუდგა. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ქალაქი მცხეთაქალაქი, სოფელი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 463 მ
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ