მაჩხანის ეკლესია
მოკლე აღწერა: მაჩხანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია სოფ. წოდორეთის მახლობლად. წარწერების თანახმად, ეკლესია აშენებულია 853 წელს, არაბთა ბატონობის ხანაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ძეგლია თბილისის მიდამოებში. ნაგებია ფოროვანი ტუფით. ცალკეული ნაწილები — ლავგარდანი, სამხრეთ შესასვლელის წარწერიანი არქიტრავი, აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული წარწერიანი ფილა და კედლის ზედა ნაწილების მოპირკეთება უფრო მკვრივი, მოყვითალო ფერის ქვისაა, შიგნიდან კამარები და აფსიდის კონქი ამოყვანილია რიყის ქვით. ინტერიერში შემორჩენილია მოგვიანო ხანის (XI ს.) მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად ნასოფლარია.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
ეკლესია
Loading...
5/5 ქულა
(1 ხმა)
ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლისიზუსტე 20 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 455 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ
გალერეა
ახლომდებარე პუნქტები
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია
მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი
სვეტიცხოველი
მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი
ბებრის ციხე
მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი
ბაგინეთი (არმაზციხე)
მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი
კომენტარები
იტვირთება...