Church
- Accuracy: 0 km
- Elevation above sea level: ≈ 971 m
- Point embed code
The church is a hall church (10.25 × 7.75 m). It had two entrances, north and west (the western one is walled up), both arched. The semicircular apse has one arched window, with a similar window in the south wall. On the long walls of the hall are two pairs of pilasters supporting the transverse arches. The pilasters have travertine capitals composed of a sloping shelf and a roll molding.
ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია წაგრძელებული დაბალი სათავსი, რომელიც განივი კედლით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილო-აღმოსავლეთის სწორკუთხოვანი ოთახი (სამკვეთლო) კარით უკავშირდება ეკლესიას. კარი ეკლესიის მხრიდან არქიტრავითაა გადახურული. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში სწორკუთხოვანი ნიში. სამკვეთლო გადახურულია ცილინდრული კამარით. ჩრდილო-დასავლეთის სათავსი სვეტზე დაყრდნობილი ორი ნალისებრი თაღით უკავშირდება დარბაზს. აღმოსავლეთ თაღის მარჯვნივ ომპოსტის პროფილს თარო და ლილვი შეადგენს. თაროს ზედაპირი მოჩუქურთმებულია. მოპირდაპირე იმპოსტი შეწყვილებული გრეხილი ლილვის სახითაა დამუშავებული. დასავლეთის თაღის მარჯვენა იმპოსტი მარტივი თაროსებრი ფორმისაა, მარცხენა იმპოსტის პროფილს ორ ლილვს შორის მოქცეული ამოზნექილი ზედაპირი წარმოადგენს. სათავსის ნალისებრ კამარას ნალისებრივე საბჯენი თაღი ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. თაღი მარტივი პროფილის კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია ქვიშაქვის ქვებით, თარაზული რიგები მკაცრადაა დაცული. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე სარკმლებს ჰორიზონტულგადანაკეცებიანი რელიეფური თაღოვანი თავსართი აქვთ. ლავგარდნის პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს.Let's talk!
Have a place to add, a correction to suggest, or just want to say hello? Get in touch — we read every message.