Batumi (Page 1/1)
Bridge of Queen Tamar
Bridge (Adjara - Keda district)
შუა საუკუნეების ქვის ხიდი, რომლის აგებაც თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული. ხიდს აქვს ძლიერ დამრეცი კამარა. კამარის მალი 15.5 მ-ია. ნაგებია კირის დუღაბით გამაგრებული კირქვის დიდი კვადრებით. ბურჯები ამოყვანილია კლდეზე. ამ ხიდით მოსახლეობა დღესაც სარგებლობს
Dandalo bridge
Bridge (Adjara - Keda district)
შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მდ. აჭარისწყალზე. დანდალოს ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია. მდინარეზე გადასული მალის სიგრძეა 20 მ, სიგანე – 3.3 მ, სიმაღლე თაღის ზედამდე – 14 მ. ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს. ხიდი მოქმედია. ხიდს 2006 წლიდან მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.
Makhuntseti Waterfall
Waterfall (Adjara - Keda district)
ჩანჩქერი საქართველოში, ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდილო ნაწილში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს. პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები.