Akhmeta district (Page 1/1)
Gurjaani Kashveti Church
Church (Kakheti - Gurjaani district)
გურჯანის ქვაშვეთის ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები მწირია. ეკლესიის დათარიღების საფუძველს იძლევა სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში და გვერდებზე ჩაყოლებული საფლავის ქვები, რომელთაგან ერთ-ერთზე იკითხება: „უ პ“ ანუ 1792 წელი. ბუნებრივია, ეკლესია ამ თარიღიდან სულ ცოტა ათი წლის შემდგომ მაინც უნდა აეშენებინათ. ამას გარდა, აგების პერიოდზე თვით არქიტექტურული თავისებურებანიც მიუთითებს. ამიტომ ვ. ბერიძე მისი აგების პერიოდს XVIII საუკუნის მიწურულს, ანდა XIX საუკუნის დასაწყსს მიაკუთვნებს.
Gurjani St.Mary's Church
Church (Kakheti - Gurjaani district)
გურჯაანის ყველაწმინდა, ან უბრალოდ ყველაწმინდა — VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. მდებარეობს ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე VII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ხელოვნების ისტორიაში დაიწყო განვითარების ახალი საფეხური, რომელიც X საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. მას გარდამავალი ხანის ხელოვნება უწოდეს. ეს პერიოდი ხასიათდება სტილისტური მრავალფეროვნებითა და ამ მრავალფეროვნებით გამოწვეული თავისებურებებით, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უნიკალურ ნიმუშებს გვაძლევს. გარდამავალ ხანაში ირღვევა არქიტექტურის კლასიკური ფორმები და იწყება ახალი გზების ძიება. ხშირად ერთმანეთს ერწყმის ორი სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ტიპი. ამგვარი მოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში გურჯაანის ყველაწმინდაა. შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, ის სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს, თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს სხვა ქართული ძეგლებისაგან. გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. წერილობითი წყაროები ტაძრის აგების შესახებ არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.
Melaani Holy Trinity Church
Church (Kakheti - Gurjaani district)
მელაანის სამების ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ძეგლზე არაა არც დამათარიღებელი წარწერა. თუმცაღა, იგი იმდენად ახლოს დგას გურჯაანის ქვაშვეთის გადაწყვეტასთან, რომ ამავე პერიოდს – XVIII – XIX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.