Foti (Page 1/1)
Eki castle
Castle/Tower (Samegrelo-Zemo Svaneti - Senaki district)
მდინარე ცივის ხეობაში, სენაკიდან ათიოდე კილომეტრზე, გზის მარცხენა მხარეს, მაღალი მთის წვერზე დგას ციხე, რომელსაც ადგილობრივნი, ჩვეულებისამებრ „ჯიხას“ უწოდებენ. ადგილი ტყიანია და ციხის დათვალიერება სრულად ვერ ხერხდება. ციხე შედგება გალავნისა და ერთი კოშკისაგან. ყველაფერ ამას ამთავრებს თხრილი, რომელიც გარს უვლის გალავანს. ციხის ეს სურათი ტიპიურია ეგრისის სამეფოში მიღებული სისტემისათვის. ასე რომ, თავისთავად ზემოაღნიშნული გადაწყვეტა მიგვითითებს თარიღზე, რომელიც IV-V საუკუნეებით განისაზღვრება.
Kotianeti castle
Castle/Tower (Samegrelo-Zemo Svaneti - Senaki district)
ციხე ისე მაღლა არ არის აგებული, როგორც სხვა ციხეები (ვაკიდან 20-25 მ სიმაღლეზე), მაგრამ ისეთი ქიმია შერჩეული, რომ აქედან სამხრეთით დიდი მანძილი იზვერება. რაც შეეხება დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეებს, ამ მხარეს მთებია და ჰორიზონტი თითქმის დაკეტილია. როგორც ეტყობა, მის ამგებს ასეთი მდებარეობა აწყობდა - მოკლე ხეობა და მის ჩამკეტად დადგმული ციხე. ციხე გეგმით უწესო ოვალურია (20,1X14,5 მ). იგი შედგება გალავნის, კოშკისა და ეკლესიისაგან და თხრილისაგან, რომელიც ციხეს გარს უვლის. სწორედ ამ უკანასკნელის გარეშე იმ ეპოქაში ეგრისის მეფეებს ვერ წარმოედგინათ ციხე, დიდი იყო იგი თუ პატარა.
Sakalandarishvilo castle
Castle/Tower (Samegrelo-Zemo Svaneti - Senaki district)
ქალაქ სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე დგას ციხე, რომელსაც სახელი არა აქვს. მის ახლოს მოსახლეობა არ არის, ხოლო მის სიახლოვეს მდებარე ქალაქის გარეუბანს „საკალანდარიშვილოს“ ეძახიან (აქ ამ გვარის ხალხი ცხოვრობს). ციხეს ახასიათებს ყველა ის მონაცემი, რომელიც ახასიათებს IV-V საუკუნეების ეგრისის ციხეს, ამიტომ იგი ტიპიურად უნდა ჩაითვალოს.
Shkhepi castle
Castle/Tower (Samegrelo-Zemo Svaneti - Senaki district)
შხეფის ციხის ისტორია ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს დაარსების დროიდან იწყება. ალბათ IV საუკუნეში. იგი ამ სამეფოს დაცვის საერთო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყო. ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან ან დასავლეთის მხრიდან – ზღვიდან ელოდა. აქედან მოსულ მტერს კოლხეთის დაბლობზე თუ ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებს აფარებდნენ თავს. მაგრამ თვით მთებსა და ხეობებსაც უნდოდა დაცვა. სწორედ ამ ხეობებისა და მთების ფარად იყო აღმართული შხეფი და მის ჯაჭვში შემავალი ციხეები.