Kutaisi (Page 1/1)
Nunisi St.Mary Church
Monastery (Imereti - Kharagauli district)
ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი — IX- X სს. ეკლესია ნუნისში. ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა და განახლებულა. უკანასკნელად ტაძარი დაანგრია და დაწვა ომარ-ხანმა 1785 წელს, გვიან შემოდგომაზე, ვახანის ციხის აღების შემდეგ. IX ს. 60-იან წლებამდე დანგრეული ტაძრის აღდგენაზე არავის უფიქრია. ტაძარი განახლებულია XI-XIII საუკუნეებში, შემდგომ კიდევ მრავალგზის და ბოლოს 1895 წელს.
Ubisi Monastery
Church (Imereti - Kharagauli district)
მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რომელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭურებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა. XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მოწაფე გერასიმე. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სერობა».
Ubisi Monastery Complex
Monastery (Imereti - Kharagauli district)
უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. ის XIV საუკუნეშია შესრულებული და შ. ამირანაშვილის გამოკვლევებით, მხატვარ დამიანეს ეკუთვნის, ამაზე მეტყველებს ერთ ერთი კომპოზიციის ”საიდუმლო სერობის” ქვედა ნაწილში შემორჩენილი წარწერა. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო. მის ხელწერას ეკუთვნის ხობის ბაზილიკის სამხრეთდასავლეთ ნავის კედლებისა და სორის მონასტრის (რაჭა) მოხატულობაც. აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით კი, ტაძარი დამიანეს მოსწავლეს გერასიმეს მოუხატავს, ხოლო მასწავლებელი იყო შემკვეთი თუ როგორ უნდა მოეხატათ ტაძარი.