Akhalgori district (Page 1/2)
Abano mineral lake natural monument
Natural Monument (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყაროს მიერ წარმოქმნილი პატარა ტბაა, რომელიც ხმაურით „დუღს“ ნახშირორჟანგა გაზის ბუშტებისაგან. წყაროს დებეტია 2,5 მლნ ლიტრი დღე-ღამეში. ტბის ფართობი 0,04 ჰა-ია. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოვებისას იგუდებიან და ამიტომ აქ შეიძლება შეგხვდეთ დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყების და ჩიტების გვამები.
Arshi Castle
Historical Monument (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
არშის ციხე აგებულია XVI-XVII საუკუნეებში. ხევის ბინადარნი მტრის შემოსევების დროს აქ აფარებდნენ თავს. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, დიდ მანძილზე უწევდა კონტროლს თერგისა და სნოს ხეობას. `ციხე არშისა, თვინიერ კაცთა ხელთაგან ქმნილი, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილ კლდითავე და შეუვალი კაცთა~, - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. აქ ინახებოდა ისტორიული რკინის კლიტე, რომლითაც ციხის კარს კეტავდნენ. ლეგენდის თანახმად კლიტე ქართველთა ლაშქრის მიერ განჯის აღების შემდეგ, ვინმე არშელს ღურმა ბაზალს წამოუღია.
Dariali castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
დარიალის კომპლექსი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის ბოლო მონაკვეთთან, კლდოვან მთაზე. მას თამარის ციხესაც უწოდებენ, ციხის უკანა მხარეს კლდეზე თამარ მეფის სახეცაა გამოკვეთილი. ნანგრევებში სხვადასხვა დროის (ძვ.წ. II - ახ.წ. XVIII ს) სამშენებლო ფენები გაირჩევა. ისინი ძირითადად ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. დარიალის ციხე კეტავდა ხეობაში ჩრდილოეთიდან მომავალ სავაჭრო-სტრატეგიულ გზას (ფოტოზე მოცემულია ნახატი– რეპროდუქცია).
Dariali Monastery Complex
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
დარიალის ვიწრო გასავალი დერეფანი ისტორიაში უძველესი დროიდან იყო ცნობილი, აქ ჩრდილოეთის გზა გადიოდა, დღეს საქართველოს სამხედრო გზად წოდებული. ამ გზას განსაკუთრებული პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ძველი საქართველოს (იბერიის) სამეფოსათვის, რომლის სატახტო ქალაქი-მცხეთაც არაგვ-მტკვრის გზაჯვარედინზე მდებარეობდა და არაგვის ეს ვიწრო და ძნელი გზა დარიალის კარებით იყო ჩაკეტილი.
Darkhi St.George's Comples
Church (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
დარყის წმ. გიორგის სალოცავი კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დგას. შენობა გეგმით უსწორო ოთხკუთხედია (5,3X4,8 მ). მის სამხრეთ კედელზე აღმართულია სამი სარიტუალო სვეტი. აღმოსავლეთ სვეტი ყველაზე მაღალია. დანარჩენ ორზე გადებულია მოზრდილი ლოდი. სალოცავის აღმოსავლეთ კედელში ნიშია. ნიშის გარშემო ჩაშენებულია ე.წ. „წმინდა ქვები“, რომლებიც აქ სხვა ადგილიდანაა მოტანილი. აღმოსავლეთ კედელზე ძევს სხვა ეკლესიიდან მოტანილი, თაღების მწკრივით დამუშავებული ლავგარდნის ქვა, ნიშის თავზე - ფიქლისა და მთის ბროლის ქვები, ქვის ჯვარი.
Gergeti trinity church complex
Monastery (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი – გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მ. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV ს–ის II ნახევარი) და საბჭეო (XV ს). მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.
Gudauri
Resort (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა.
Gveleti Waterfall
Waterfall (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
გველეთი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს დარიალის ხეობაში, მდინარე დევდარაკის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1560 მეტრი, სტეფანწმინდიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე, რომელსაც იხსენიებენ ჟამთააღმწერელი (XIV საუკუნე) და „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი (XIV საუკუნე). მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებულმა მეფე დავით VIII-მ 1301 წელს თავი გველეთის ციხეს შეაფარა.