Region of Samtskhe-Javakheti (Page 4/9)
Mount Kazbek (Kazbegi)
Glacier (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
მწვერვალი ყაზბეგი — მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდორაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ზილგახოხის მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ სიმაღლეზეა.
Mtsvane monastery
Monastery (Samtskhe-Javakheti - Borjomi district)
ჩითახევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი – აშენებულია IX ს. წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო ორსართულიანი სამრეკლო. XVI საუკუნეში მტრის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.
Okro (Gold) Fortress
Castle/Tower (Samtskhe-Javakheti - Adigeni district)
ოქროს ცახე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში. აქ გამაგრებულნი ძალიან დიდ ტერიტორიას უწევდნენ კონტროლს, კარგად უთვალთვალებდნენ გზებსაც და ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო, ალყასაც დიდხანს უძლებდნენ. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე. წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. 1578 წელს, თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სამცხის გადარჩენას დამპყრობელთაგან.
Paravani lake
Lake (Samtskhe-Javakheti - Ninotsminda district)
ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ზღვის დონიდან 2073 მსიმაღლეზე. ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², მაქს. სიღრმე 3.3 მ. წყლის მოცულობა 91 მლნ მ3. ზამთარში ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. ერთვის მდინარეები: შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი. ტბიდან სათავეს იღებს მდ. ფარავანი. ტბა მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალადასხვ.). ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა.
Photoleti Church
Church (Samtskhe-Javakheti - Borjomi district)
თავისი მდებარეობითა და ხუროთმოძღვრული იერით ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის _ ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, ქრისტეფორე გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე იყო და მხარში ედგა თავის მოძღვარს მისი საქმიანობის პირველივე დღეებიდან. VIII საუკუნის მიწურულს იგი თევდორესა და საბასთან ერთად, თან ახლდა გრიგოლს კლარჯეთში მოგზაურობისას. შემდგომში ქრისტეფორე ქართლში, სამცხის მოსაზღვრე მხარეში, აარსებს კვირიკეწმიდის მონასტერს.