კახეთის რეგიონი (გვერდი 16/16)
ჰეღოს კოშკები
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ჰეღოს განაპირას, აღმოსავლეთით. ერთმანეთისგან ორმოციოდე მეტრის დაშორებით. განეკუთვნებიან გვიანდელ შუა საუკუნეებს. სხვადასხვა დონეზე, ერთმანეთისგან 8 მეტრის დაშორებით, დგას ორი კოშკი. ორივე ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკებში კუთხეები ყველა სართულზე გამაგრებულია დიაგონალურად გადებული ორ-ორი მოგრძო ფიქლით. ძეგლები დაზიანებულია: ჩამონგრეულია ორივე კოშკის სახურავები, ბოლო სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვები.
ჰეღოს ნასოფლარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ნასოფლარი , XIX საუკუნეში სოფელი გამოიყენებოდა ავადმყოფების გასახიზნად ანუ ავადმყოფების სხვა სოფლებიდან მოსაშორებლად. თქმულების თანახმად, ცხრაკარიდან ადამიანების ქცევით უკმაყოფილო იოანე ნათლისმცემელი თუშეთის სოფელ ჰეღოში გაქცეულა. (ადამიანები მას თურმე ღორსა და ქათამს სწირავდნენ). XX საუკუნის ნახევრებამდე ჰეღოში სხვა დღესასწაულების გვერდით აღინიშნებოდა ნათლისმცემლის დღეობაც და მას თუშები, როგორც ერთ-ერთ ძლიერ და მკაცრ ხატს, ისე იცნობდნენ. ამ რaმდენიმე ათეული წლის წინ, როცა ჰეღო და საერთოდ თუშეთი დაიცალა მოსახლეობისგან, რამდენიმე ადამიანმა ითავა ჰეღოს ნათლისმცემლის ნიშის ბარად ჩამოტანა და ცხრაკარას ტერიტორიაზე მისი აღმართვა, რომელსაც დღეს ჰეღოს ნათლისმცემლის სახელით მოიხსენიებენ.