შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 20/20)
ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე ასომთავრული სამშენებლო წარწერის მიხედვით, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აგება 1002 წელს დაუწყია ბაგრატ მესამის ცოლთან - გურანდუხტ დედოფალთან დახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს.
ხცისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (17,5X5,7 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდია. აფსიდის შუა წახნაგში თაღოვანი სარკმელია, ხოლო გვერდით წახნაგებში- თითო მაღალი თაღოვანი ნიში. ერთი თაღოვანი ნიში ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ნიში და სარკმლები ერთ დონეზეა და ერთნაირია. საკურთხევლის საფეხურით ამაღლებული ბაქანი ტავისი არდაბაგით მიახლოებულია დარბაზის გრძივი კედლების პილასტრების აღმოსავლეთ წყვილთან.