ქვემო ქართლის რეგიონი (გვერდი 9/12)
ქვემო ბოლნისის ვანათის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ვანათის სამეკლესიიანი ბაზილიკა მდებარეობს ბოლნისის რაიონში, სოფელ ქვემო ბოლნისსა და სოფელ ხატისსოფელს შორის. ეს არის V-VI სს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ამჟამად ძლიერ დანგრეულია. შედგება სამი მარტივი წაგრძელებული დარბაზისაგან. მხოლოდ აფსიდებია გამოყოფილი აღმოსავლეთით. სხვა არავითარი დანაწევრებისა ან დამატებითი სათავსის კვალი შეიმჩნევა. შუა ეკლესიას აქვს შვერილი აფსიდი და ორი შესასვლელი სამხრეთიდან. თავისი გეგმით, ზომით, პროპოციებითა და საშენი მასალით ქვემო ბოლნისის სამეკლესიიანი ბაზილიკის მსგავსია და მასთან ერთად ქართული ხუროთმოძღვრების ამ ორიგინალური ტიპის განვითარების ერთ - ერთი ადრინდელი ნიმუშია. ვანათის ეკლესიის სიგრძე-სიგანეა გარედან:
ქვეშის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ქვეშის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდ. მაშავერის მარცხენა სანაპიროზე (ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის მახლობლად). აშენებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. თავისი მდებარეობით იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეთ-ჯავახეთის მიმართულების გზებს აკონტროლებდა.
ქოლაგირის ციხე (ცურტავის ციხე)
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოლაგირში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია. ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე“.. შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ეს ციხე. ციხის გეგმა კვადრატულია და 2000 კვ. მ. ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. აგური გამოყენებულია სალოდეებისათვის და შესასვლელი კოშკების დეკორატიული დამუშავებისათვის. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი - თხელია. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი“ გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე.