ბოლნისის რაიონი (გვერდი 1/4)
ალგეთის წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ალგეთის წყალსაცავი — წყალსაცავი მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ში. 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის თავის ქალა. სპეციალისტთა წინასწარი დასკვნით, ის ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ შუა საუკუნეებში აქ დასახლება იყო.
ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი)
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ეკლესიის საპროექტო-კვლევითი-გაწმენდითი სამუშაოების დროს, აღმოაჩინეს უნიკალური ვერცხლის კანდელი ძეგლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ჩაქცეული კრამიტისა (სახურავის) და ნანგრევი ქვა-ღორღის (კამარის) ფენებს შორის აღმოჩნდა. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ორნამენტის მოტივის მიხედვით, კანდელი განვითარებული შუასაუკუნეებით თარიღდება მისი ანალოგიები იშვიათია სამეცნიერო პუბლიკაციებში და მუზეუმის ფონდებში. დრანეთის კანდელი შუასაუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშს წარმოადგენს.
ასურეთის ევანგელისტური ტაძარი
არაქრისტ. სალოცავი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
1871 წლიდან სოფელ ასურეთს უკვე ამშვენებდა გოთური სტილით ნაგები ეკლესია, სადაც ყოველკვირეულ წირვა ლოცვას ეკლესიის ინმდროინედლი პასტორი შრენკი აღავლენდა. უძველესი ტაძარი სამ ნაწილად იყოფა, სადაც ევანგელისტური, ორთოდოქსული და კათოლიკური სალოცავი კუთხეებია. დღეს უმოქმედო ლუტერანულ ეკლესიაში მართლმადიდებლური ხატებია დაბრძანებული. გერმანელების საგვრეულო სასაფლაო ობელისკი იასამნების ხეივანშია განთვსებული, რომლის განახალებაც 2001 წელს განხორციელდა.
ასურეთის ღვინის მარანი
სხვადასხვა (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
გერმანული არქიტექტურის ღვინის მარანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ასურეთში აშენდა 1931 წელს გერმანელი მოსახლეობის მიერ, სადაც ქართული ვაზის ღვინო შალა მხოლოდ გერმანული ტექნოლოგიებით მზადდებოდა. ასურეთული შალა ძველი ქართული ვაზის ჯიშია , რომელიც გერმანელმა გლეხმა შალმამ იპოვა ტყეში და სოფელში ჩამოიტანა. მარანი სამსართულიანია, აქედან პირველი სართული სარდაფის ტიპისაა, რომლის კედლებში ჩაშენებულია ღვინის შესანახი 27 რკინა-ბეტონის ბუტები.
ბირთვისის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ბირთვისის ციხის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იგი XI საუკუნეშია მოხსენებული. როგორც „მატიანე ქართლისაის“ ავტორი გვატყობინებს, თბილისისთვის ერთ-ერთი ბრძოლის დროს „ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილისელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი“. როგორც ირკვევა, ბაგრატ III-ის მეფობის დროს, ქვემო ქართლის ნაწილი ბირთვისიანად ამირას ხელში იყო. მოგვიანებით კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ, სხვა ციხეებთან ერთად, ბირთვისის ციხეც დაკარგა.