Akhalgori district (Page 3/8)
Giorgi and David Eristavi House Museum
Museum (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
სახლ–მუზეუმი აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში. ამ სახლში დაიბადა და პერიოდულად ცხოვრობდა მწერალი და დრამატურგი გიორგი ერისთავი (1811–1864), შემდგომ სახლი ეკუთვნოდა მის შვილს, მწერალ დავით ერისთავს (1847–1890). აქ 1958 წლის ოქტომბერში გაიხსნა სახლ–მუზეუმი. ამჟამად გადაკეთებული და სახეშეცვლილია.
Guro Village Ruins
City/Village ruins (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
როგორც ვიცით 1812 წელს მოხდა კახელების აჯანყება მეფის რუსეთის წინააღმდეგ. ერევნიდან გადმოსული ალექასნდრე ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე) მათ შეუერთდა. მათვე წამოეშველნენ ფშავ-ხევსურებიც, მაგრამ დამარცხდნენ. ალექსანდრემ თიანეთის გავლით შატილს შეაფარა თავი და მთელი ზამთარი იქ გაატარა. კავკასიის მთავარმართებელმა რტიშჩევა სიმონოვიჩის მეთაურობით რუსების ლაშქარი გაუშვა შატილისკენ. რუსებსა და ხევსურებს შორის დიდი შეტაკება მოხდა სოფელ გუროსთან. ხევსურებს ქისტებიც მიეშველნენ. რუსების სიმრავლემ და მაღალი დონის შეიარაღებამ (მათ ზარბაზნებიც კი ჰქონდათ) სძლია მთიელების მამაც და გულუბრყვილო რაზმებს:
Jinvali Chapel
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ნაგებობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (18,7X9 მ), შეადგება სამი სათავსისგან. ნაგებია ალიზის აგურით - 0,5-0,6 მ. სისქის რიყის ქვის საძირკველზე. სათავსები გამიჯნულია 0,25-0,3 მ სისქის ტიხრებით. კედლები შელესილია. შენობას ჰქონდა ხის მძლავრ კონსტრუქციაზე დაყრდნობილი ბრტყელი სახურავი.
Jinvali church
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ეკლესია დარბაზულია (5,5X3,9 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთ კედელი, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და კამარის სამხრეთ გვერდი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღით, ხოლო შიგნით თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, აგურით გამოყვანილი პატარა თაღოვანი სარკმელია. აფსიდის თაღი, რომლის მთლიანად აგურითაა ნაწყობი, რიყის ქვის ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლის მხოლოდ ერთი წირთხლი და ქვის ბრტყელი გადახურვის ნაწილი. 1940-იან წლებში, ეკლესიის სხვა დანიშნულებით გამოყენებისას, აფსიდის იატაკი 1 მ-ით აუმაღლებიათ, რომლის შუაში პატარა წრიული ავზი მოუწყვიათ კვადრატული დარბაზის ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ კიდეში პატარა სწორკუთხა ნიშია.
Jinvali Dedatsikhe Complex
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ჟინვალის დედაციხის კომპლექსში შედიოდა ზურგიანი კოშკი, დარბაზული ეკლესია, სასახლე და მარანი, რომლებსაც გარს ევლებოდა თითქმის სამკუთხა მოხაზულობის გალავანი (ფართობი დაახლოებით 3500 კვ.მ.). 1972-74 წლებში და 1983 წელს აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად (რაზმის ხელმძღვანელი ზ. კალანდაძე) კოშკსა და ეკლესიას შორის, გალავნის აღმოსავლეთ კედლის გასწვრივ,
Jinvali Keratskhiveli church
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
972-73 წწ. არქეოლოგიურად შესწავლილი (ხელმძღვანელი რამინ რამიშვილი) კვირაცხოვლის სამაროვანი და ეკლესია (მ. რჩეულიშვილი), რომელიც ხევსურეთის დროებითი ტრასის გაყვანასთან დაკავშირებით 1976 წ. მთლიანად დაანგრიეს, მდებარეობდა სოფელ ჟინვალს გაღმა, არაგვის მარცხენა ნაპირზე.
Jinvali Khertvisi Complex
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
1972-74 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). 1984 წელს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავტაციო საწარმოო სახელოსნომ კოშკი და გალავანი გადაიტანა და აღადგინა დაბა ჟინვალთან.
Jinvali St.George's Castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ჟინვალის წმ. გიორგის ციხე შედიოდა ჟინვალის ნაქალაქარის სისტემაში. ძირითადი ნაწილი XII - XIV საუკუნეებს განეკუთვნება, ნაწილი – XVII - XVIII საუკუნეებში. 1975-1976 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).