Akhalgori district (Page 7/8)
Tskere St.Mary's Church
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
წკერეს ყველაწმინდის ეკლესია დარბაზულია (5X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია გადახურვისა და კედლების დიდი ნაწილი. სამხრეთით არქიტავრიანი სწორკუთხა კარია. ერთადერთი სწორკუთხა სარკმელი აღმოსავლეთითაა, სწორკუთხა საკურთხეველში, სარკმლის წინ, სწორკუთხა ტრაპეზის ქვა დგას. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. აღმოსავლეთ კედელში ჩასმულია ჯვრის გამოსახულებიანი ქვა. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.
Vazha Pshavela house museum
Museum (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. 1976 წელს ძეგლზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.–სარესტ. საწ. გაერთიანებამ (ხელმძღვ. თ. აბრამიშვილი). აღდგა პავლესეული სახლი, შეკეთდა გადახურვა და სხვ. 1986 წელს აღდგენილ იქნა საბძელ–გომური, წყლის წისქვილი, წყარო. 1987 წელს, მწერლის დაბადების 125 წლისთავზე, აშენდა მუზეუმის საგამოფენო შენობა ოთხი საგამოფენო დარბაზით და ერთი ფონდსაცავით (არქიტექტორები: ო. ლითანიშვილი, ა. გურული). მუზეუმის შესასვლელის წინ დაიდგა ვაჟა–ფშაველას ბრინჯაოს ქანდაკება – კვარცხლბეკზე შედგმული დიდი ზომის (სიმ. 5 მ) თავი.
Zakaidze castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
კოშკი სწორკუთხაა (4,2X3,8 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით (კირის სქელ ხსნარზე. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზე. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდან, პირველი სართულიდანაა. მეორე სართულის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სათოფურები და რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. სართულშუა გადახურვისათვის გამოყენებულია გრძელი ქვის ფილები.
Zemo (Upper) Mleta Tower
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
კოშკი (6X6 მ) სამსართულიანია (სიმაღლე 11 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. კედლის სისქეა 1 მ. შესასვლელი I სართულზეა, სწორი კედლის მხარეს, მიწიდან 4 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სათოფურია. ამ სართულის ქვეშ სამეურნეო დანიშნულების ორი ფართო და ღრმა ხაროა. II სართულზე, ყოველ მხარეს თითო სათოფურია. III სართულის სწორ კედელში გაჭრილია პატარა აივანზე გასასვლელი, სამხრეთით და აღმოსავლეთით თითო სათოფურია, დასავლეთით მიჯრით განლაგებული სამი პატარა თახჩა. III სართული ზემოთ ვიწროვდება და მიჯრით დალაგებული მორებით გამოყვანილი ორფერდა ჭერით მთავრდება, რომელზეც ბეტონია დასხმული
Zenubani Holy Trinity Church
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ზენუბანი საისტორიო წყაროებში XIV საუკუნის მიწურულიდან იხსენიება, როგორც საკათალიკოსო სოფელი. შედიოდა ერწო-თიანეთის საეპისკოპოსოში. ზენუბანზე გადიოდა შიდასამიმოსვლო გზები, ერთი დიდგორისაკენ მიემართებოდა, მეორე - ნიჩბის-კავთურის გამყოფ ქედე გადიოდა. სოფელს არაერთხელ შემოსევიან მთის უცხო ტომები. XVIII საუკუნის I ნახევარში სოფლის შემოგარენში მოხდა დიდი შეტაკება ოსებსა და მთიულებს შორის. მოსახლეობა ამ ადგილს „სისხლის ტბას“ უწოდებს.
აბუდელაურის ტბა
Lake (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მ, ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.
ბზიანის კომპლექსი
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
ეკლესია დარბაზულია (10,25 X 7,75 მ). შესასვლელი ორი ჰქონია, ჩრდილოეთით და დასავლეთით (დასავლეთისა ამოქოლილია). ორივე კარი თაღოვანი იყო. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს თაროს დახრილი სიბრტყისა და ლილვისგან შედგენილი შირიმის კაპიტელები აქვთ.