Rustavi (Page 3/4)
Metekhi St.Mary's Cathedral Complex
Church (Shida Kartli - Kaspi district)
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თარიღდება XIII საუკუნით. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. უკანასკნელად სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ 1968 წელს. ტაძარი გადახურეს კრამიტით, გაწმინდეს და კეთილმოაწყვეს ტერიტორია.
Saakadzes' Complex
Historical Monument (Shida Kartli - Kaspi district)
XVI-XVII საუკუნეებში სოფელი ნოსტე სააკაძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სააკაძეების გვარის ძირითადი შტო (სამეფო აზნაურები) ატენის ხეობის ზემო ნაწილში ტანასწყლის ხეობასა და რაზმითის მიდამოებში სახლობდა. აქ იყო მათი ძველი სამემკვიდრო სოფლები ფელი და კიკანათბერი. XV საუკუნიდან სააკაძეეებმა დაიწყეს თავისი მამულების გაფართოება თეძმის ხეობაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გიორგის მამამ სიაუშმა და ბიძებმა.
Samtavisi domed Cathedral - (Hillarion Samtavneli)
Monastery (Shida Kartli - Kaspi district)
ამთავისი — ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს.
Skhvilo Fortress Complex
Castle/Tower (Shida Kartli - Kaspi district)
სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი პირველად მატიანეში X საუკუნეშია მოხსენიებული. კახთა ერისთავს კვირიკეს ერთგულებად სხვებთან ერთად დასახელებული ჰყავს დაჩი და ივანე სხვილოსელნი. XIV საუკუნიდან ციხის ისტორია ზევდგინიძე-ამილახვართა გვარის აღზევებას უკავშირდება. XVII საუკუნეში აქ მათი რეზიდენციაა. XVII საუკუნიდან კი სხვილოს ციხე ისტორიულ წყაროებში ხშირად გვხვდება. 1629 წელს, შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, თეიმურაზ I-მა სცადა სპარსეთის ბატონობისაგან თავის დაღწევა. საჭირო გახდა სხვილოს ციხეში გამაგრებული მეფე სიმონ II-ის თავიდან მოცილება
Tskhireti castle
Castle/Tower (Shida Kartli - Kaspi district)
ცხირეთის ციხესთან დაკვშირებულია მღვდელი თვდორეს გმირული სიკვდილი. 1609 წელს თურქ-ოსმალ-ყირიმელ თათართა ქართლში შემოიჭრის დროს, მათ შეიპყრეს კველთელი მღვდელი თევდორე, რომელსაც მეგზურობა უბრძანეს. მღვდელმა თევდორემ მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა, რის გამოც იგი წამებით მოკლეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და მტერს მუსრი გაავლეს.
თავკავთის კომპლექსი
Church (Kvemo Kartli - Kaspi district)
თავკავთის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონში, სოფელ წინარეხის სამხრეთით 7-8 კილომეტრზე, მდინარე კავთურისა და ბოტისისწყლების გამყოფი ქედის კლდის კონცხზე. თავდაპირველად აიგო ციხე-გალავანი. მოგვიანებით კონცხის აღმოსავლეთ ციცაბო კალთაზე საყრდენი კედლით შექმნეს ბაქანი, რომლის ჩრდილოეთ კედელში ააშენეს წმ. გიორგის ეკლესია. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები. კომპლექსს ორი მისადგომი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან - კავთურის ხეობიდან. მდინარე კავთურაზე გადებული ყოფილა ქვის თაღოვანი ხიდი, რომლისგანაც მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ციხე-გალავანი დაზიანებულია: ყველგან ჩამოშლილია გალავნის კედლების ზედა ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია ქვედა ციხის დასავლეთ კედელი, ციხის შიგნით ნაგებობათა გეგმა გაურკვეველია.
თხოთის მთის წმინდა ნინოს ეკლესია
Church (Shida Kartli - Kaspi district)
აღაიანის სამხ.-აღმ.-ით 2 კმ-ზე მდებარეობს თხოთის მთა, რომელიც ჰყოფს მდ.მტკვრის ხეობასა და მუხრანის დაბლობს, მისი აღმოსავლეთ კალთები კი მდ.ქსნისკენ ეშვება. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე. ამჟამად თხოთის მთის თავზე მდგომი ნინოწმინდის ეკლესია თარიღდება VII-VIII სს.-ით. თავდაპირველი სახით იგი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი იყო, ხოლო IX-X სს.-ის მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება X-XI სს.-ით. სამხ.-ის ფასადზე X-XI სს.-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.