შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 10/20)
მაღალაანთ ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XV-ს დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების (მაღალაშვილების) გვართან. ამ გვარს თავის დროზე ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა. ისინი დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან და სამღვდელო წინამძღვრებთან, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებულ სიძლიერეს მაღალაძეებმა XVII საუკუნის II ნახევარში მიაღწიეს.
მზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე – იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას. ისტორიულ წყაროებში ციხეს პირველად `მატიანე ქართლისაის~ ავტორი იხსენიებს დემეტრე აფხაზთა მეფისა (967-975 წწ.) და მისი ძმის თეოდოსს შორის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით. თეოდოსმა დახმარება სთხოვა ძამის ხეობის გამგებელს ადარნასეს. ძამის მთავარმა თავის რეზიდენციაში – ძამის ციხეში შეიფარა თეოდოსი. `მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდენ სამ თუე ოდენ~. ბოლოს ადარნასე ძამელი და თეოდოსი იძულბულები გახდნენ დანებებოდნენ დემეტრეს.
მირმანოზ ერისთავის ციხე–სასახლე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ციხე-სასახლე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევის ცენტრში. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნისა და სასახლისაგან. განირჩევა მშენებლობის სამი პერიოდი: XVII-XVIII საუკუნეებში აგებულია ციხე-გალავანი, კარიბჭე და ცილინდრული კოშკები; XVIII საუკუნის შუა ხანებში ციხის კარიბჭეზე, მის სამხრეთ კედლის ნაწილზე ეზოდან მიუშენებიათ ორსართულიანი სასახლე; XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე სასახლე გაუფართოებია მირმანოზ ერისთავს (მანანა ორბელიანის მამას).
მწვანე საყდარი
ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში. მდებარეობს სოფლიდან 5 კილომეტრზე, ნასოფლარ ცილისწყაროს ჩრდილოეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (9,6 X 6,2 მ), ნაგებია კირქვითა და შაბიამნისფერი ტუფით (სავარაუდოა, აქედან მომდინარეობს ეკლესიის სახელწოდება). გარედან ტიმპანით, ხოლო შიგნიდან თაღით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია. სამხრეთის ნიში წრის სამი მეოთხედის ფორმისაა, ჩრდილოეთისა - სწორკუთხა.
ნადარბაზევის ტბა
ტბა (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ნადარბაზევის ტბა (ნადარბაზევის წყალსაცავი) — წყალსაცავი კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გორის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 856 მ. ზედაპირის ფართობი 1,18 კმ², უდიდესი სიღრმე 1,8 მ, მოცულობა 3 მლნ. მ³. წყალსაცავი შეიქმნა ყოფილი ნადარბაზევის ტბის ადგილას. წყალს ტუმბავენ მდინარე მტკვრიდან. რწყავს 3 ათას ჰა ფართობს. თევზის რეწვა.
ნადარბაზევის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
წმ. გიორგის ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,75X6 მ) ნაგებია ძირითადად მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის მოზრდილი პირმოსწორებული ქვებით. ნაგებობის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია) და ერთი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ხის კანკელი. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა.
ნიქოზის ღვთაების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ნიქოზი დაარსა ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი. აქვე, მემატიანე ჯუანშერის ცნობით, მანვე ააგო ეკლესია, რომელიც დღემდე არ შემონახულა. ეკლესია რამდენჯერმე ისეა გადაკეთებული, რომ სამშენებლო ფენების დადგენა გაძნელებულია. ეკლესიაზე სარემონტო სამუშაო 1888-1896 წლებშიც ჩატარდა. ეს საქმე სხვებთან ერთად გიორგი საძაგლიშვილმა (მომავალში კათალიკოს-პატრიარქი კირიონი) ითავა. ამ დროს დაუშლიათ ეკლესიის დასავლეთ კარის წინ არსებული პორტიკი და განუახლებიათ ეკლესიის სარკმელთა საპირეები. პირველი ნიქოზელი ეპისკოპოსი ზაქარია უნდა ყოფილიყო, რომლის მოსახსენებელი ასომთავრული წარწერა ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში, სარკმლის თავზეა მოთავსებული.