კატეგორია - სახლმუზეუმი (გვერდი 1/2)
აკაკი წერეთლის სახლი
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
ცნობილი ქართველი პოეტის მუზეუმი განთავსებულია წერეთლების საგვარეულო სასახლეში. იგი დაფუძნებულია 1940 წელს, იმერეთის სოფელ სხვიტორში. მუზეუმის ფონდებში დაცულია პოეტისა და მისი წინაპრების პირადი ნივთები – (აქსესუარები, ტანსაცმელი), XIX ს. პირველი ნახევრის ფრანგული, იტალიური, გერმანული წარმოების ავეჯი, ჭურჭელი (რუსული წარმოების – ”კუზნეცოვი”), ბიბლიოთეკა (სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, რუსულ,ფრანგულ ენებზე), პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები – XIX ს. პირველ ნახევარში გადაწერილი ქართლის ცხოვრება და სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი.
ალექსანდრე ჭავჭავაძისეული პარკი, მასში განთავსებული შენობა-ნაგებობები.
სახლმუზეუმი (კახეთი - თელავის რაიონი)
საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება-შეხედულებებს, ხასიათს, ესთეტიკურ მიდრეკილებას, უჩვენებს პოეტი-მხედრის მიერ განვლილ საბრძოლო გზას. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე, არამედ ასახავს ეპოქის სულს.
ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახლ–მუზეუმი
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ანასტასია ერისთავ–ხოშტარიას სახლ–მუზეუმი, გორის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია, ამჟამად აქ მოთავსებულია საშუალო სკოლა. სკოლის ერთი ოთახი დათმობილი აქვს მუზეუმს, სადაც გამოფენილია ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ა. ერისთავ – ხოშტარიას ( 1869-1951წწ. ) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა.
ანტონ ფურცელაძის სახლი
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ანტონ ფურცელაძის სახლი (22,6X12,2 მ) ორსართულიანია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შენობა სახეშეცვლილია: მთლიანად მონგრეულია ჩრდილოეთის აივანი, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევდა სახლს. I სართულზე აივნის ნაცვლად გრძელი სათავსებია მიშენებული. სახლში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ცალ მხარეს გახსნილი აივნიდან. I სართულზე ჰოლი და სხვადასხვა ზომის 4 ოთახია. ერთი ოთახის კარი აივანზე გამოდის. ოთახებში ბუხრებია. ჰოლიდან ხის კიბე II სართულზე ადის, ხოლო ამ სართულის ჰოლიდან - სხვენში. II სართული I სართულის გეგმას იმეორებს. სარდაფის უმეტესი ნაწილი მარანს უჭირავს. აღმოსავლეთით კიდევ ერთი დამოუკიდებელი სათავსია. მარანში ზედა სართულის კაპიტალური კედლის საყრდენი აგურის ბურჯები და მასიური თაღებია. სვეტებსა და გარე კედელს შორის აგურის ორი საწნახელია. იატაკში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის 36 ქვევრი. მთავარი ფასადის მხარეს მარანში ჩასასვლელი ქვის კიბეა.
გიორგი ერისთავის სახლ–მუზეუმი
სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
სახლ–მუზეუმი აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში. ამ სახლში დაიბადა და პერიოდულად ცხოვრობდა მწერალი და დრამატურგი გიორგი ერისთავი (1811–1864), შემდგომ სახლი ეკუთვნოდა მის შვილს, მწერალ დავით ერისთავს (1847–1890). აქ 1958 წლის ოქტომბერში გაიხსნა სახლ–მუზეუმი. ამჟამად გადაკეთებული და სახეშეცვლილია.
გორის ამილახვრების სახლი
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ამილახვრების სახლი სახეშეცვლილია: აივანი შემინულია, დაქუცმაცებულია ტიხრებით; აღარ არსებობს სადარბაზოს შესასვლელზე მიდგმული ლითონის პორტიკი, აგრეთვე ფასადის მარცხენა მხარეს ადრე არსებული ფართო შეისრული თაღი, რომელშიც ლითონის ორნამენტირებული ალაყაფის კარი ეკიდა.
დადიანების სასახლე სალხინოში
სახლმუზეუმი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
სასახლე თავდაპირველად მარტვილის ეკლესიის მახლობლად, სოფელ სალხინოში აშენდა დავით დადიანის მამის ლევან V დადიანის მეფობისას (1804-1840), სადაც ადრე მოკრძალებული ზომის სამეფო რეზიდენცია იყო, თუმცა შენობამ საბოლოო სახე კარგა ხნის შემდეგ მიიღო. სამშენებლო მასალა ამ ადგილზე გლეხებმა მოზიდეს, რისთვისაც ურმებში შებმული 100 წყვილი ხარისა და კამეჩის გამოყენება დასჭირდათ.
ვაჟა-ფშაველას სახლ–მუზეუმი
სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. 1976 წელს ძეგლზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.–სარესტ. საწ. გაერთიანებამ (ხელმძღვ. თ. აბრამიშვილი). აღდგა პავლესეული სახლი, შეკეთდა გადახურვა და სხვ. 1986 წელს აღდგენილ იქნა საბძელ–გომური, წყლის წისქვილი, წყარო. 1987 წელს, მწერლის დაბადების 125 წლისთავზე, აშენდა მუზეუმის საგამოფენო შენობა ოთხი საგამოფენო დარბაზით და ერთი ფონდსაცავით (არქიტექტორები: ო. ლითანიშვილი, ა. გურული). მუზეუმის შესასვლელის წინ დაიდგა ვაჟა–ფშაველას ბრინჯაოს ქანდაკება – კვარცხლბეკზე შედგმული დიდი ზომის (სიმ. 5 მ) თავი.