კახეთის რეგიონი (გვერდი 3/16)

გრძელი ტბა, ხალახელი
გურგენიანის ჩანჩქერი (ნინოსხევის ჩანჩქერი)

გურგენიანის ჩანჩქერი (ნინოსხევის ჩანჩქერი)

ჩანჩქერი (კახეთი - ლაგოდეხის რაიონი)     საფეხმავლო ბილიკი
გურგენიანის ჩანჩქერი (ნინოსხევის ჩანჩქერი)

მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი. გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე შესაძლებელია შეხვედრა შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.

გურჯაანის ქვაშვეთის ეკლესია
გურჯაანის ყველაწმინდის ეკლესია

გურჯაანის ყველაწმინდის ეკლესია

ეკლესია (კახეთი - გურჯაანის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
გურჯაანის ყველაწმინდის ეკლესია

გურჯაანის ყველაწმინდა, ან უბრალოდ ყველაწმინდა — VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. მდებარეობს ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე VII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ხელოვნების ისტორიაში დაიწყო განვითარების ახალი საფეხური, რომელიც X საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. მას გარდამავალი ხანის ხელოვნება უწოდეს. ეს პერიოდი ხასიათდება სტილისტური მრავალფეროვნებითა და ამ მრავალფეროვნებით გამოწვეული თავისებურებებით, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უნიკალურ ნიმუშებს გვაძლევს. გარდამავალ ხანაში ირღვევა არქიტექტურის კლასიკური ფორმები და იწყება ახალი გზების ძიება. ხშირად ერთმანეთს ერწყმის ორი სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ტიპი. ამგვარი მოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში გურჯაანის ყველაწმინდაა. შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, ის სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს, თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს სხვა ქართული ძეგლებისაგან. გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. წერილობითი წყაროები ტაძრის აგების შესახებ არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი ყრმით) საღებავით ყოფილა დაწერილი, ხოლო გარშემო მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დაახლოებით 30 გოჯი იყო, ხოლო სიგანე - 7. ამ ხატთან დაკავშირებული ყოფილა ასეთი ისტორია: 1615 წლის შემოდგომაზე შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს მონასტრის წინამძღვარი ყოფილა მამა იოანე. მან შეკრიბა მონასტრის საძმო და მათთან ერთად გადაწყვიტა, მონასტერი არ მიეტოვებინათ, მაგრამ ტაძრის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები დროებით ტაძრის ქვემოთ, საიდუმლო ოთახში გადაემალათ. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის (ყველაწმინდას მონასტრიდან 1-2 კილომეტრში) სვეტში პატარა ნიშა ამოეჭრა, იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაებრძანებინა, ხოლო ნიშა ამოექოლა. მეორე დილას მამა იოანეს ძმებისათვის გაუცნია ღვთისმშობლის ნება და ხატი სვეტში დაუმალავს. შაჰ-აბასის შემოჭრის შემდეგ აოხრდა მრავალი სოფელი და მონასტერი, მათ შორის ყველაწმინდასა და წამებულის მონასტრებიც, დაიხოცნენ ბერებიც. ამდენად, ამ მონასტრებში ღვთისმსახურება შეწყდა. 200 წლის შემდეგ, კახთუბნის მონატერში მცირე საძმო, იღუმენ გაბრიელის წინამძღოლობით, სასულიერო ცხოვრებას აღადგენს. 1820-1822 წლებისთვის იწყებენ ღვთისმშობლის ხატის ძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, მამა გაბრიელმა სიზმრად იხილა ყოვლადწმინდა, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. მეორე დღეს მამა გაბრიელი ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარ მამა იოსტოსისთან (ერისკაცობაში თავადი ანდრონიკაშვილი) და გურჯაანელი მღვდლის, აბრაამ დემუროვსა და უამრავ მლოცველთან ერთად გაემართა წამებულის მონასტრისაკენ. მითითებულ ადგილას კედლის გახსნის შემდეგ იპოვეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი და კახთუბნის მონასტერში წამოაბრძანეს. მონასტერი კვლავ დაცარიელდა დაახლოებით 1845 წელს, როცა აქაური ბერები ხირსის სტეფანწმინდის მონასტერში, ხატი კი გურჯაანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიტანეს. წელიწადში ორჯერ, ღვთისმშობლის მიძინებისა და ტაძრის დღესასწაულზე, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ხატს მიაბრძანებდნენ კახთუბნის მონასტერში, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ამჟამად ხატის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

დავით გარეჯის მონასტერი
დალის მთის წყალსაცავი
დანოს ნასოფლარი
დართლოს არქიტექტურული კომპლექსი

დართლოს არქიტექტურული კომპლექსი

სხვადასხვა (კახეთი - ახმეტის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
დართლოს არქიტექტურული კომპლექსი

შუა საუკუნეების არქიტექტურული ნაკრძალის – დართლოს დაცვა და გადარჩენა 2012-2013 წლის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იქნება. ახმეტის მუნიციპალიტეტის, თუშეთის, პირიქითა ხევის ისტორიულ სოფელში ტრადიციული მასალის გამოყენებით, პირვანდელი სახე დაუბრუნდება ისტორიულ საცხოვრებელ ძეგლებს. დართლო ახალი კონცეფციით შეიქმნება დართლოს ისტორიული, სამუზეუმო და საკულტო-სარიტუალო ზონა; რეაბილიტაცია განხორციელდება ძველ სოფელში და აღდგება წმ. გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესია. სიძველეების აღდგენის პარალელურად შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა: აშენდება თანამედროვე და ამავდროულად დართლოს განუმეორებელ ლანდშაფტთან შერწმყმული ახალი ნაგებობები – კაფე, სუვენირების მაღაზიები და საკემპინგო ზონა, სადაც სპეცილურად შეიქმნება ავტოსადგომი, ღია სასადილო და საზოგადოებრივი სველი წერტილები. დართლოს რეაბილიტაცია ხორციელდება პრეზიდენტის ინიციატივით, კახეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფიანანსებით. დართოლს შუა საუკუნეების 70 ისტორიული საცხოვრებლები დღესდღეობით უმძიმეს მდგომარეობაშია. საუკუნეების განმავლობაში, ნალექების, ბუნებრივი სტიქიების და ზოგადად უყურადღებობის, არასწორი სარემონტო ჩარევევიბით არქიტექუტურული კომპლექსი სახეს იცვლიდა და ეტაპობრივად ნადგურდებოდა… … 2008 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა დართლოს ისტორული ძეგლების სრული დოკუმენტაციის შექმნა. მრავალწლინი საპროექტო სამუშაობისას მოხდა თითოეული ნაგებობის აზომვა, ფოტოფიქსაცია და კველვა. არქიტექტორ-რესტავრატორთა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა მსხვილი დოკუმენტი რომელიც საფუძვლად დაედება დართლოში ფიზკური სამუშაოების დაწყებას. პროექტი 15 თვის განმავლობაში განხორციელდება. დართლოს არქიტექტურული ნაკრძალი კიდევ მრავალი საუკუნე გაიხანგრძლივებს სიცოცხლეს და მოგზაურობის, დასვენებისა და ქვეყნის ისტორიულ სახის წარმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი იქნება. “თუშეთობა 2012″ წლის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტორმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მთავარმა მრჩეველმა პეტრე კანკავამ, დართოს მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნეს და სოფლის განახლების დაწყება მიულოცეს.

დაქიურთას ნასოფლარი
დიკლო