შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 6/20)
დიდი მეჯვრისხევის წმ. გიორგის ნიში
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დიდი მეჯვრისხევის წმ. გიორგის ნიში მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის სამხრეთ – აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე, ადგილ ლომისაში.
დრისის ჯავახაანთ ციხე (თამარის ციხე)
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. გალავანი და მის ტერიტორიაზე მდგარი სხვა ნაგებობები, ეკლესიის გარდა, ნაგები იყო ქვიშაქვითა და რიყის ქვით.
ელენთის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
სკრის ელენთის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (6,6X5,25 მ), ნაგებია მცირე ზომის ქვებით. შენობის კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, არ არის შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლის კუთხე. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს, სარკმლები - აღმოსავლეთით და დასავლეთით
ერთაწმინდას ტაძარი
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში. ტაძარს ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. იგი სტილისტიკით იმეორებს XII-XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს.
ერთაწმინდის (წმ. ესტატეს) ტაძარი
მონასტერი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ტაძრის სახელწოდება ’’ერთაწმინდა’’ დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. ’’ესტატე წმინდა’’ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა ’’ერთაწმინდად’’ და სოფელსაც, როგორც პლ. იოსელიანი ფიქრობს, იგივე სახელწოდება უძველესი დროიდანვე მიუღია. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია ’’ესტაწმინდა’’ - რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.
ერისთავების საცხოვრებელი სახლი
მუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ერისთავების საცხოვრებელი სახლი რამდენჯერმეა გადაკეთებული: სამხრეთიდან ორ სართულად მიშენებულია ოთახები და დარბაზი (სააქტო), მეორე სართულზე ოთახები გატიხრულია, რამდენიმე სარკმელი გადაკეთებულია კარად. გარედან მთავარი ფასადის მხარეს მიდგმულია ხის კიბე.
ერწოს ტბა
ტბა (შიდა ქართლი - ჯავის რაიონი)
ერწოს ტბა — კარსტული ტბა ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილის აუზში, ცხინვალ–ონის გზაზე, ცხინვალიდან 36 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1710 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². უდიდესი სიღრმე 19 მ, საშუალო სიღრმე 2,1 მ. უკავია 4 კარსტული ძაბრი. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. უდიდესი დონე მაის-ივნისშია, უმცირესი — აგვისტო-სექტემბერში. ზამთარში იყინება. ტბაში თევზი არ იცის.
ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
ეხვევი — XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია "დედა ღვთისა" მდინარე ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კმ-ზე. საყურადღებოა მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთ და აღმოსავლეთ სარკმლის საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი "სვეტები", რომლებიც ტაო-კლარჯეთის X-XI საუკუნეების ძეგლთა მორთულობის ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ. საქართველოს ძეგლთა დაცვის ფონდის დაფინანსებით (ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი) იწყება ეხვევის რესტავრაცია (არქიტექტორ-რესტავრატორი თ. ნემსაძე).
ვაყას დედაღვთისას კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
არსებული ისტორიული ლიტერატურა კომპლექსის ეკლესიებს მიაკუთვნებს XVI-XVII საუკუნეებს, ხოლო სხვა ნეგებობებს - უფრო გვიანდელ პერიოდს. სოფელი ვაყა XVIII საუკუნეში ბეგთარბეგოვების მფლობელობაში გადავიდა და დედაღვთისას ეკლესია სომხურად გადაკეთდა.