კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 10/12)
შხეფის ციხის კომპლექსი
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - სენაკის რაიონი)
შხეფის ციხის ისტორია ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს დაარსების დროიდან იწყება. ალბათ IV საუკუნეში. იგი ამ სამეფოს დაცვის საერთო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყო. ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან ან დასავლეთის მხრიდან – ზღვიდან ელოდა. აქედან მოსულ მტერს კოლხეთის დაბლობზე თუ ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებს აფარებდნენ თავს. მაგრამ თვით მთებსა და ხეობებსაც უნდოდა დაცვა. სწორედ ამ ხეობებისა და მთების ფარად იყო აღმართული შხეფი და მის ჯაჭვში შემავალი ციხეები.
ჩაილურის ციხე (ნიახურას ციხე)
ციხე-კოშკი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
ჩაილურის ციხეს ხალხი ნიახურას ციხეს უწოდებს. ეს ციხე იყო ერთ-ერთი სამხედრო თავდაცვითი ციხე-სიმაგრე, რომელიც აშენებულია შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში. იგი კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას. ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.
ციხისძირის (დუშეთი) განძის წმ. გიორგის კოშკი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კოშკი გეგმით კვადრატულია(5,9X5,9 მ) ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია 6 მ სიმაღლეზე. ზედა ნაწილში სათოფურებია. კოშკის სამხრეთ–აღმოსავლეთი კუთხე დანგრეულია. მოგვიანებით იგი ამოუშენებიათ და კარი მოუწყიათ. I სართულის ჩრდილოეთით კედელში თახჩაა.
ციხისძირის (დუშეთის) ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ციხისძირის ციხე შედგება მთის თხემზე მდებარე ციტადელისა და მის აღმოსავლეთ კალთაზე განფენილი ქვედა ეზოსაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე დანგრეულია. შედარებით უკეთაა შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი (ციტადელი, რომელსაც ეტყობა მრავალგზის გადაკეთების კვალი. ციხეში შესასვლელლი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხა ეზოს სამხრეთ კედელშია მოთავსებული. კარის წინ ბაქანია.
ცხირეთის ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ცხირეთის ციხეს მიიჩნევენ X საუკუნის ნაგებობად. წყაროებში პირველად იხსენიება 1170. ცხირეთის ციხე ცნობილი იყო როგორც ქართლის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. 1454 ქართლის მეფე გიორგი VIII-მ ციხე ფეოდალ გამრეკელ ჯავახიშვილს გადასცა. 1609 ოსმალებმა სცადეს ცხირეთის ციხესთან გასვლა და იქ მყოფი ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება, მაგრამ თევდორე მღვდელმა მტერს კვალი აუბნია და ცხირეთის ციხე გადაურჩა ოსმალთა თავდასხმას. ამ პერიოდში ციხე გიორგი სააკაძეს უბოძეს. 1632 აქ იდგა ქართლის მეფე როსტომი, რომელიც გავლენიან ფეოდალ ნოდარ ციციშვილის მეთაურობით თავადურ კოალიციას ებრძოდა. მანვე 1652 ცხირეთის ციხე გიორგი სააკაძის შვილს იორამ სააკაძეს დაუბრუნა.
წედისის ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
წედისის ციხე ტრაპეციის მსგავსია, მისი გალავანი მიჰყვება მთის ფერდს ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია - აქა-იქ შემორჩენილია მხოლოდ 4-5 მეტრის სიმაღლის კედლები (სისქე 2 მ-მდე). ციხის აღმოსავლეთის მონაკვეთის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დიდ ბურჯს, რომელიც რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხის შიგნით, მის დასავლეთ მონაკვეთში, დგას გადაკეთებული სასახლე, რომელიც ორი ან სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. სასახლეს კარი სამხრეთით, პირველ სართულზე აქვს. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნით ტიმპანიანია.
წირქოლის ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
წირქოლის ციხის შესახებ ცნობები ქართულ მემატიანეში X –საუკუნის 70–იან წლებიდან გვხდება, თუმცა მისი წარმოშობის და მფლობელობის შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ცნობა მის შესახებ დავით კურაპალატს უკავშირდება, როდესაც ურჩი აზნაურები ქვეყნის გაერთიანებას წინ აღუდგნენ, უფლის ციხე გასცეს და დატყვევებული მეფე და მისი ოჯახი კახეთში გადაიყვანეს. დავით კურაპალატმა კახელების დახმარებით გურას და წირქოლის ციხის გარდა, ყველა მიტაცებული ადგილები დაიბრუნა. უცნობია რამდენ ხანს იყო წირქოლი კახელების ხელში რადგან კახეთმა ცოტა ხნის შემდეგ თვითონ დაკარგა დამოუკდებლობა.