კატეგორია - კურორტი (გვერდი 1/1)
გუდაური
კურორტი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა.
თორღვას აბანო
კურორტი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
თორღვას აბანოში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი, ხანგრძლივი გრილი ზაფხული. ნალექები 1200-1600 მმ წელიწადში. ძირითად სამკურნალო ფაქტორია თერმული გოგირდწყალბადიანი, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. წყლის ტემპერატურაა 36,5°C, მინერალიზაცია 0,6 გ/ლ. გამოყენებული წყაროების საერთო დებიტია 353 ათ. ლ/დღ-ღ. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური ქრონიკული დაავადებანი. თორღვას აბანოში არის სააბაზანო შენობა და სამედიცინო პუნქტი. მკურნალობა ამბულატორიულია. სეზონი — ივნის-სექტემბერი.